Tag Archives: #ინტერნიუსისაქართველო

2021 წლის მიკრო-გრანტების კონკურსი

მიკრო-გრანტების კონკურსი ადგილობრივი მედიაორგანიზაციებისთვის საქართველოში

პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი (AI/AU) “ ფარგლებში

 15 იანვარი, 2021 წ.

  1. ზოგადი ინფორმაცია

“ინტერნიუსი-საქართველო”, უკვე სამი წელია ახორციელებს ოთხწლიან პროექტსინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU). პროექტის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მედიასა და აუდიტორიას შორის კავშირი. ამ მიზნით პროექტი განახორციელებს აქტივობებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მედიაორგანიზაციებს უკეთ შეისწავლონ აუდიტორიის საჭიროებები, მოამზადონ ჟურნალისტური კონტენტი აუდიტორიის საჭიროებებზე ორიენტაციით და გაზარდონ ფინანსური მდგრადობა.

პროექტის აქტივობები ხელს შეუწყობს ჟურნალისტური კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას და მედია საშუალებების ფინანსურ მდგრადობას აუდიტორიის მოთხოვნების უკეთ შესწავლის და ანალიზის გზით. Continue reading