„ინტერნიუსი – საქართველო“, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ახალ პროექტს „რეგიონული მედიის სარედაქციო და ტექნოლოგიური მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალხარისხოვანი გაშუქების მიზნით“.
პროექტი რეგიონულ მედიასაშუალებებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამებისა და რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების მათი ხედვის შესახებ, ჟურნალისტური მასალების მომზადებასა და გავრცელებაში დაეხმარება. Continue reading