მოთხოვნა განაცხადზე

ინტერნიუსი იწვევს მკვლევარებს კვლევით პროექტში “საქართველოს საინფორმაციო ეკოსისტემის შეფასება” მონაწილეობის მისაღებად.

“საინფორმაციო ეკოსისტემის შეფასება” (Information Ecosystem Assessment/IEA) წამოადგენს დადგენილი მეთოდოლოგიით სხვადასხვა საინფორმაციო ეკოსისტემების კვლევის გლობალურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც წარიმართება საქართველოს ეკოსისტემის კვლევა. მეთოდოლოგიურად, IEA ეფუძნება “მოთხოვნა -მიწოდების” პრინციპს, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიწოდებისა და მოხმარების შესწავლას. (უფრო დეტალურად, IEA მეთოდოლოგიას გაეცანით მიმაგრებულ ფაილში.) 

პროექტი რამდენიმე კვლევით კომპონენტს მოიცავს, კერძოდ: საქართველოში ტრადიციული მედიალანდშაფტის კვლევების მეტაანალიზს; საქართველოს სოციალური მედიალანდშაფტის ინოვაციურ კვლევას, მათ შორის ტრადიციული და ახალი მედიაწყაროების (ინფლუენსერები, ჯგუფები) “ქცევის” ანალიზს სოციალურ მედიაში; მედიამომხმარებლების გამოკითხვას; მედიამომხმარებლებთან ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფებს.

ინტერნიუსი მკვლევარებს ორ პოზიციაზე — კვლევის მთავარი კონსულტანტი (1 პირი) და კვლევითი კომპონენტების კონსულტანტები (2-3 პირი) დაიქირავებს. ამ პოზიციებით გათვალისწინებული სამუშაოს აღწერილობა მოცემულია თანდართულ დოკუმენტებში. 

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 14 სექტემბერი, 2020.

განაცხადი მოიცავს:

  • Curriculum Vitae
  • წერილს ინტერესის გამოხატვის შესახებ (1-3 გვერდი), რომელშიც მოკლედ აღწერილია განმცხადებლის მიდგომა კვლევის საკვანძო საკითხებში, კერძოდ:
    • გამოცდილება კვლევის სფეროში;
    • საქართველოს ტრადიციული და სოციალური მედიალანდშაფტის მოკლე აღწერილობა;
    • საკვლევი კითხვები, რომლებსაც სასურველი და შესაძლებელია, რომ პასუხი გაეცეს მოცემული კვლევის ფარგლებში ტრადიციული და სოციალური მედიალანდშაფტების და მედიამოხმარების უკეთ გასაააზრებლად;
    • კვლევითი მეთოდების აღწერა, რომელსაც მკვლევარი საკვლევი კითხვებიდან გამომდინარე გამოიყენებს;
    • შესაძლო გამოწვევები, რომლებმაც შეიძლება თავი იჩინოს კვლევის პროცესში.

კვლევითი პროექტი განხორციელდება 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით.

პროექტს აფინანსებს ინტერნიუსი და ფეისბუკი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის დირექტორს, მაია მიქაშავიძეს (ტელ: 599 589704; ელ.ფოსტა: mmikashavidze@internews.org)

IEA მეთოდოლოგია

კვლევის მთავარი კონსულტანტი

კვლევის კომპონენტის კონსულტანტი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *