მიკრო-გრანტების კონკურსის შედეგები 2020

    

2020 წლის მიკროგრანტების კონკურსის შედეგები

პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი (AI/AU)“

27 მარტი, 2020

პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU) ფარგლებში გამართული მიკროსაგრანტო კონკურსის საფუძველზე ინტერნიუსი – საქართველომ ოთხი მედია პარტნიორი შეარჩია. პროექტის 2020 წლის პარტნიორებია: ფონდი ინდიგო (თბილისი), ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი (ამბროლაური), ტვ გურჯაანი (გურჯაანი) და ტვ ბორჯომი (ბორჯომი). ახალ მედია პარტნიორებს ინტერნიუსი-საქართველო 2021 წლის დასაწყისში შეარჩევს.

გამარჯვებული მედიაორგანიზაციები დაფინანსდებიან 4,500 ბრიტანული ფუნტის ოდენობის მცირე გრანტით, რაც ხელს შეუწყობს მათ გაზარდონ ნიშურ აუდიტორიაზე წვდომა, მოახდინონ ინტერაქცია აუდიტორიასთან, მოამზადონ მაღალი ხარისხის ჟურნალისტური მასალები და განახორციელონ ფინანსური მონეტიზაციის ინოვაციური პროექტები.

გრანტების გაცემა განხორციელდება პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინტერნიუსი – საქართველო, ინტერნიუსის მხარდაჭერით (Audience Understanding and Digital Support Project) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.

გრანტების გაცემის პარალელურად პროექტი პარტნიორ მედიასაშუალებებს ტრენინგებს და მენტორულ დახმარებას სთავაზობს, რათა გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მონაცემებზე დაფუძნებული სარედაქციო და მართვის პროცესი, საბოლოო ჯამში კი გაუმჯობესდეს კონტენტი, გაიზარდოს აუდიტორიასთან ინტერაქცია და მონეტიზაციის შესაძლებლობები.

პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU) მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მედიასა და აუდიტორიას შორის კავშირი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის დირექტორს, შორენა ქოჩიაშვილს (ელ. ფოსტა shorena@internews.ge , მობ. ტელეფონი: 595 350003).

ინტერნიუსი – საქართველოს პროექტი “ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” ხორციელდება ინტერნიუსთან ერთად (Audience Understanding and Digital Support Project) და შვედეთის დაფინანსებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *