„ინტერნიუსის“ საერთაშორისო პროექტი აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის და კავკასიის ჟურნალისტებს დააკავშირებს


ჟურნალი „ინდიგო“, ვებგამოცემა „მთის ამბები” (mtisambebi.ge), ვებგამოცემა „სოვა ნიუსი“ (sova.news), სტუდია „კლიკმედია“ და მულტიმედიურ ჟურნალისტთა ჯგუფი (სალომე გველესიანი, თეონა ჩაკვეტაძე, ეკა ხარბედია და ანა მახარაძე) მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ჟურნალისტურ პროექტში სახელწოდებით „სამეზობლო“ (“Neighbors”).

საკონკურსო წესით შერჩეული მედია ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები  მიკროგრანტებს (3000-დან 7000 აშშ დოლარამდე) მიიღებენ, რათა რეგიონში იმოგზაურონ და დამოუკიდებლად ან უცხოელ კოლეგებთან ერთად არსებული ვითარება გააშუქონ.

მომზადებულ მასალებს, ავტორებთან ერთად, პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნების  მედიასაშუალებებიც გაავრცელებენ. მასალები, ასევე,  პროექტის ვებგვერდზეც (Neighbours.site) განთავსდება.

ინტერნიუსი და მისი პარტნიორები ორგანიზაციები ჟურნალისტთა ჯგუფებს სარედაქციო მხარდაჭერას გაუწევენ.

რეგიონული პროექტი „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ , რომლის ერთერთი კომპონენტია „სამეზობლო“, მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ევროპასა და ევრაზიის ქვეყნებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *