საერთაშორისო ჟურნალისტური პროექტი აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის და კავკასიის ჟურნალისტებს დააკავშირებს

ინტერნიუსი-საქართველო, ინტერნიუსთან ერთად აცხადებს კონკურსს საერთაშორისო ჟურნალისტური მულტიმედიური პროექტების მხარდასაჭერად. ეს ინიციატივა, სახელწოდებით  „სამეზობლო“ (“Neighbors”), რეგიონული პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ნაწილია.  პროექტი ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის, სერბეთის, კოსოვოს, მოლდოვას, უკრაინის, სომხეთის და საქართველოს ჟურნალისტებს დააკავშირებს.
პროექტი კონკურსის გზით შეარჩევს მედიაორგანიზაციებს და დამოუკიდებელი ჟურნალისტებს, რომლებიც მიიღებენ მიკროგრანტებს (7000 აშშ დოლარამდე) სამი ტიპის პროექტის განსახორციელებლად: ინდივიდუალური საერთაშორისო ჟურნალისტური პროექტი (რომლის ფარგლებში ჟურნალისტები შერჩეულ თემას პროექტის მონაწილე ქვეყნებში გააშუქებენ); ერთობლივი საერთაშორისო ჟურნალისტური პროექტი (პარალელური გრანტები საქართველოს და პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნის მედიასაშუალებებისთვის); და ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული მულტიმედიური მასალის ახალი, საერთაშორისო ვერსიის მომზადება (უკანასკნელი კატეგორია მხოლოდ ინტერნიუსის ცენტრალური მედიაპარტნიორებისთვის არის ხელმისაწვდომი). ჟურნალისტური პროექტებისთვის (სამივე კატეგორიაში) გათვალისწინებულია საგრანტო ფონდი 28,000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით.

ინტერნიუსი და მისი პარტნიორები ჟურნალისტთა ჯგუფებს სარედაქციო მხარდაჭერას გაუწევენ.
მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტები  – „სამეზობლო“ („Neighbors”) გააშუქებს რეგიონის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან თემებს, რათა ადამიანები მეტი შეიტყონ მეზობელ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. საინფორმაციო პაკეტებს პროექტი პარტნიორი მედიასაშუალებები გაავრცელებენ სხვადასხვა ქვეყნებში.

რეგიონული პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ მიზანია გაზარდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ევროპასა და ევრაზიის ქვეყნებში.

საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 აპრილი, 18:00, 2019.

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით საკონკურსო პირობებს, რომელიც განთავსებულია
ინტერნიუსი -საქართველოს გვერდებზე  http://internews.ge  და https://www.facebook.com/InternewsGeorgia/. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მაია მიქაშავიძეს, რეგიონული პროექტის დირექტორის მოადგილეს (ტელ: +995 32 369 440, მობ: 599 589 704, ელ.ფოსტა: maia.mikashavidze@gmail.com) ან ირინა სამხარაძეს, პროექტის კოორდინატორს საქართველოში (ტელ: +995 32 369 440, მობ: 599 553 498, ელ.ფოსტა: irina@internews.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *