კონკურსი მულტიმედიური პაკეტების „სამეზობლო“ (Neighbors) დასამზადებლად რეგიონული პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში

ინტერნიუსი საქართველო ინტერნიუსთან თანამშრომლობით ახორციელებს რეგიონალურ პროექტს  – „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“. პროექტი ხელს უწყობს საერთაშორისო ჟურნალისტური პროექტების განხორციელებას. პროექტის ფარგლებში მომზადდება მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტები  – „სამეზობლო“ („Neighbors”) რეგიონის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან თემებზე, რომელთა მეშვეობით ადამიანები მეტს შეიტყობენ მეზობელ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე.

საინფორმაციო პაკეტების მოსამზადებლად ვეძებთ მედიაპარნტიორებს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და კავკასიის ქვეყნებში.

  1. რა არის ჩვენი მოლოდინი?

ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომლებიც დაამზადებენ მინიმუმ 2 მასალისგან შემდგარ მულტიმედიურ საინფორმაციო პაკეტებს. მასალებში გამოყენებულ უნდა იქნას სხვადასხვა მედიაფორმატები (მაგ. ვიდეო, აუდიო, ფოტო, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიური რუქა, ქვიზი, სხვა). ჟანრობრივად, პაკეტი შეიძლება მოიცავდეს ვებ-სტატიას (longread),  დოკუმენტურ ფილმს, ვიდეო რეპორტაჟს, ინტერვიუს, ან სხვა ტიპის მასალას.  შერჩეული თემატიკა უნდა გაშუქდეს პროექტში მონაწილე მინიმუმ ორი ქვეყნის პერსპექტივიდან. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია, მონტენეგრო, მაკედონია, სერბეთი, კოსოვო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი და საქართველო.

თითოეულ პაკეტში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ერთი თემა უნდა იყოს გაშუქებული (მაგალითად პოლიტიკა, არჩევნები, ეკონომიკა, ბიზნესი, გარემო, განათლება, კორუფცია, ევროპული ინტეგრაცია და საერთაშორისო საკითხები, ემიგრაცია, უმცირესობები, მათ შორის შ.შ.მ. პირები, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, კონფლიქტები და სხვა). თემას და ჟურნალისტურ იდეებს განმცხადებლები თვითონ ირჩევენ და გვთავაზობენ.

ყველა მულტიმედიური საინფორმაციო მასალა გავრცელდება როგორც დამამზადებლის მიერ, ასევე პროექტის პარტნიორი სხვა მედიასაშუალებების მიერ, მათი ინტერესის შემთხვევაში.

მედიაორგანიზაციებს განაცხადების წარმოდგენა შემდეგი სამი ტიპის საინფორმაციო პაკეტის დასამზადებლად შეუძლიათ:

კატეგორია 1) ინდივიდუალური საერთაშორისო ჟურნალისტური პროექტი (მოგზაურობით ან მოგზაურობის გარეშე)

მედიასაშუალებას (ან დამოუკიდებელ ჟურნალისტს) შეუძლია შემოიტანოს განაცხადი ორი ან სამი ქვეყნის საერთო პრობლემატიკასთან დაკავშირებული ჟურნალისტური პაკეტის მოსამზადებლად. ამ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები ან პაკეტის ყველა შემადგენელ მასალაში იქნება ინტეგრირებული, ან სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებას სხვადასხვა მასალა მიეძღვნება. ჟურნალისტური მასალები მომზადდება ან განმცხადებლის ქვეყანაში სხვა ქვეყნებში დამოუკიდებელი ჟურნალისტების, ე.წ. “ფრილანსერების“ ჩართვით (მოგზაურობის გარეშე), ან განმცხადებლის ჟურნალისტური გუნდის ერთ (ან ორ) ქვეყანაში ჟურნალისტური მივლინების დროს.

განმცხადებელი 4,000-დან 7,000-მდე ა.შ.შ. დოლარის ოდენობის  გრანტს მიიღებს.

კატეგორია 2) ერთობლივი საერთაშორისო ჟურნალისტური პროექტი (პარალელური გრანტები)

ორი ქვეყნის ორი მედიასაშუალება მიიღებს თანაბარი ოდენობის გრანტს,  თითო 3,000 ა.შ.შ. დოლარს, მათი ქვეყნებისათვის საერთო მნიშვნელობის მქონე თემაზე მულტიმედიური მასალების დასამზადებლად. პარტნიორი მედიასაშუალებები მასალებს დაამზადებენ თავიანთ ქვეყნებში. მედიაორგანიზაციებმა (ან დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა) უნდა განაცხადში მიუთითონ, ყავთ თუ არა პარტნიორი ორგანიზაცია მეორე ქვეყანაში, ან სთხოვონ ინტერნიუსს და ინტერნიუსის პარტნიორ ორგანიზაციებს  დახმარება პარტნიორი ორგანიზაციის მოძიებაში. ამ გრანტის ფარგლებში არ დაფინანსდება საერთაშორისო ჟურნალისტური მივლინებები, ვინაიდან თემას პარტნიორები თავიანთ ქვეყნებში გააშუქებენ.

კატეგორია 3) არსებული ჟურნალისტური პროექტის საერთაშორისო ვერსია (მხოლოდ ინტერნიუსის ცენტრალური მედიაპარტნიორებისთვის)

ამ კატეგორიაში პროექტების შემოტანა შეუძლია მხოლოდ ამ პროექტში ჩართულ ამჟამინდელ ან ყოფილ ცენტრალურ მედიაპარტნიორებს. ცენტრალურ მედიაპარტნიორებს, რომლებსაც ამ პროექტის ფარგლებში მომზადებული აქვთ ან ამზადებენ საინფორმაციო პაკეტებს საერთაშორისო აუდიტორიისთვის მნიშვნელოვან თემებზე (მაგ. რეფორმები, მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა, კორუფცია, და სხვა), შეუძლიათ განაცხადის შემოტანა პაკეტის ახალი, გაფართოებული ვერსიის შესაქმნელად საერთაშორისო აუდიტორიისთვის. კერძოდ, პაკეტი, რომელიც საქართველოს აუდიტორიისთვის მომზადდა, შეიძლება გაფართოვდეს, გამდიდრდეს ახალი შინაარსით და საერთაშორისო აუდიტორიისთვის ახალი რედაქციით მომზადდეს.  მასალები შეიძლება მომზადდეს როგორც ადგილზე, ისე სხვა ქვეყნებში ჟურნალისტური მივლინების ფარგლებში.

ამ ტიპის პროექტებზე 4,000 ა.შ.შ. დოლარამდე ოდენობის გრანტი გაიცემა;

მზა საინფორმაციო პაკეტი (ნებისმიერ კატეგორიაში) ორ ფორმატში უნდა იყოს წარმოდგენილი:

  • „გამოსაქვეყნებლად მზა“ ვერსია (ready–to-go) (მოიცავს დასრულებულ მასალებს ქართულ ენაზე, ვიდეო მასალას სუბ-ტიტრებით, გავრცელებისთვის შესაფერისი ფორმატით და ხარისხით);
  • „სამუშაო“ ვერსია (raw material), რომელიც რედაქტირებას ექვემდებარება (მოიცავს აუდიო და ვიდეო მასალას სუბ-ტიტრების გარეშე, ინფოგრაფიკის ტექსტს, ინფოგრაფიკას და სხვა მასალებს ფორმატში, რომელიც რედაქტირებას ექვემდებარება).
  1. ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ მედიაორგანიზაციებსა და მწარმოებელ სტუდიებს, ასევე კვალიფიციურ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს („ფრილანსერებს“), ვისაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, პროექტით მოთხოვნილი პირობების დასაკმაყოფილებლად.

განმცხადებელს მაქსიმუმ სამი პაკეტის წარმოებაზე შეუძლია განაცხადის შემოტანა (თითო პაკეტი თითო კატეგორიაში). ამასთან, მესამე კატეგორიაში განაცხადის შემოტანა მხოლოდ ამ პროექტის არსებულ და ყოფილ ცენტრალურ მედიაპარტნიორებს შეუძლიათ.

განმცხადებლებს უნდა გააჩნდეთ:

  • მედია კონტენტის წარმოების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სხვადასხვა ფორმატში მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების მომზადების უნარი; განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ გამოქვეყნებული მედიაპროდუქტების ნიმუშები (სტატია, ვიდეო, ინფოგრაფიკა, ფოტო, ქვიზი, სხვა);
  • სხვა ქვეყნებში მუშაობის ან უცხოელ მედიაპარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება დიდ უპირატესობად ჩაითვლება;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი და დაწესებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  1. როგორ უნდა მოხდეს განაცხადის შემოტანა?

ქართულ ენაზე შევსებული განაცხადი უნდა მიაწოდოთ პროექტის კოორდინატორს, ირინა სამხარაძეს ელ. ფოსტით ან ინტერნიუსი-საქართველოს ოფისში.

აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია ბმულზე: https://goo.gl/forms/fCsauUEH2HQskUtl1

განაცხადის შემოტანა შეიძლება 2019 წლის 15 აპრილის 18:00 საათამდე.

ინტერნიუსი-საქართველოს მისამართია: ანდრია აფაქიძის ქუჩა 11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8ე სართული, თბილისი, საქართველო.

საკონტაქტო პირი: ირინა სამხარაძე, პროექტის კოორდინატორი, ელ. ფოსტა: irina@internews.ge, მობ. ტელეფონი: 599 55 34 98.

  1. როგორია პროექტის ბიუჯეტი?

ჟურნალისტური პროექტებისთვის (სამივე კატეგორიაში) გათვალისწინებულია საგრანტო ფონდი 28,000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით. ცალკეული პროექტების საგრანტო დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს პროექტის საკოორდინაციო საბჭო. გრანტით შესაძლებელია ისეთი ხარჯების დაფარვა, როგორებიცაა: ჟურნალისტური წარმოების ხარჯები, ხელფასები, ჟურნალისტური ჯგუფის სამოგზაურო ხარჯები, სხვა გონივრული ხარჯი.

  1. რა სახის დამატებით მხარდაჭერას უნდა ელოდონ აპლიკანტები?

ინტერნიუსის რეგიონული სარედაქციო საბჭო გრანტის მიმღებს მხარდაჭერას გაუწევს წარმოებაში და სარედაქციო პროცესში. შერჩეული გუნდები მიიღებენ საჭიროებისამებრ დამატებით დახმარებას (მაგალითად ვიდეოტრენინგი, ადგილობრივი რედაქტორის მხარდაჭერა მონტაჟის პროცესში). სარედაქციო მხარდაჭერა განხორციელდება დისტანციურად (ონლაინ რეჟიმში) და ადგილზე.

  1. რას მოელიან გრანტის მიმღებისგან?

შერჩეული ავტორები მულტიმედიურ პაკეტებს “სამეზობლო“ („Neighbors“) ორგანიზატორებთან და პროექტის პროდიუსერებთან შეთანხმებული კონცეფციით დადგენილ ვადებში  მოამზადებენ.

კონკრეტულად, გრანტის მიმღები ავტორები:

  • მოამზადებენ ჟურნალისტური პროდუქტის წარმოების კონცეფციას, რომელიც პროექტის პროდიუსერების მიერ უნდა დამტკიცდეს;
  • ჟურნალისტურ ჯგუფებს მასალების მოსამზადებლად სხვა ქვეყანაში ან ქვეყნებში მიავლენენ (თუ ეს განაცხადით არის გათვალისწინებული);
  • მჭიდროდ ითანამშრომლებენ „სამეზობლოს“ („Neighbors“) პროექტის ადგილობრივ და რეგიონულ პროდიუსერებთან/მენტორებთან;
  • მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს (ვიდეოგადაღება და მონტაჟი; ტექსტის შედგენა; ინფოგრაფიკის და სხვა მულტიმედიური კომპონენტების მომზადება) დადგენილ ვადებში, შეთანხმებული კონცეფციის, ვადების და პროექტის ბრენდირების წესების შესაბამისად;
  • მომზადებულ მასალებს რეგიონულ პროდიუსერს მიაწოდებენ.

ინტერნიუსი სარგებლობს უფლებით გამოაქვეყნოს და/ან თარგმნოს მულტიმედიური პაკეტები “Neighbours” („სამეზობლო“) და გამოსაქვეყნებლად გადასცეს პროექტში მონაწილე ქვეყნების მედიასაშუალებებს.

  1. წარმოების გრაფიკი

მულტიმედიური პაკეტების მოსამზადებლად ავტორებს მიეცემათ 3 თვემდე ვადა. მასალების წარმოების თანმიმდევრობა და ვადები დადგინდება ინტერნიუსი-საქართველოსთან ერთად. საერთაშორისო სიუჟეტები 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ივნისამდე უნდა მომზადდეს.

  1. როგორ ხდება შერჩევა?

კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდება:

1) აპლიკანტებმა უნდა შეავსონ მარტივი განაცხადის ფორმა, რაც მოიცავს იდეებს ჟურნალისტური მასალების მოსამზადებლად, მოსალოდნელ საბიუჯეტო ხარჯებს, პარტნიორების ჩამონათვალს, ასევე განმარტებას, თუ რომელ საგრანტო კატეგორიას (პირველი, მეორე და მესამე კატეგორია) მიეკუთვნება განაცხადი. განაცხადებს შეაფასებს ადგილობრივი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც გამოავლენს კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულებს. პირველ ეტაპზე განაცხადი ქართულ ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი;

2) ინტერნიუსის რეგიონული კომისია განიხილავს კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ განაცხადებს და განმცხადებლებს მეორე ეტაპის განაცხადის შევსებას მოსთხოვს, რომელიც მოიცავს უფრო დეტალურ ინფორმაციას შემოთავაზებული პროექტების, თემის, ბიუჯეტის და რესურსების საჭიროებების შესახებ. მეორე ეტაპზე განაცხადი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი.

აპლიკაციები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ქულების 90% – ით შეფასდება პროექტის ტექნიკური შეთავაზება:
  • ქულების 10%-ით შეფასდება პროექტის ფინანსური შეთავაზება.

განაცხადებთან დაკავშირებული კითხვები და პასუხები

კითხვა: ვალდებულები ვართ თუ არა ამ გრანტის ფარგლებში დამზადებული მასალები  „სამეზობლოს“ („Neighbours“) ბრენდით გამოვაქვეყნოთ?

პასუხი: არა, თქვენ არ ხართ ვალდებულები აღნიშნული მასალები გამოაქვეყნოთ ან გაავრცელოთ პროექტის ლოგოთი და „Neighbors“ („სამეზობლოს“) ბრენდით.

კითხვა: გვექნება თუ არა სარედაქციო თავისუფლება მულტიმედიური მასალების წარმოებისას?

პასუხი: დიახ, შერჩეული მედია ორგანიზაციები მათი აუდიტორიებისთვის რელევანტურ თემებზე მოამზადებენ სიუჟეტებს. ინტერნიუსის გუნდი გაგიწევთ ტექნიკურ და სარედაქციო მხარდაჭერას (საჭიროებისამებრ).

კითხვა: როგორ მოხდება პაკეტების და საინფორმაციო მასალების გამოქვეყნება?

პასუხი: თუ გრანტის მიმღები მედიაორგანიზაციაა, მას მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების საკუთარ პლატფორმაზე გამოქვეყნება შეუძლია. თუ გრანტის მიმღებია მწარმოებელი სტუდია ან დამოუკიდებელი ჟურნალისტი, მას შეუძლია მასალები სხვა, პარტნიორი მედია ორგანიზაციის არხებით გაავრცელოს.

კითხვა: რისთვის არის საჭირო პაკეტის დაუმუშავებელი/რედაქტირებადი ვერსია?

პასუხი: ამ გრანტის ფარგლებში დამზადებული პროდუქცია (როგორც დაუმუშავებელი, ისე მზა პროდუქცია) პროექტის ყველა მონაწილე მედიაპარტნიორისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ზოგიერთი პარტნიორი მზა, სრულ პროდუქტს გაავრცელებს საკუთარი მედია არხებით, ხოლო სხვებმა შეიძლება მასალების ზოგიერთი ელემენტი გამოიყენონ და საკუთარ პროდუქტებში ინტეგრირება მოახდინონ. ამგვარად, ორიგინალური კონტენტის გამოყენების და ინტეგრირების საშუალება  ყველა მონაწილე პარტნიორს მიეცემა, რაც მათი მედიაკონტენტის ხარისხს გააუმჯობესებს.

კითხვა: შეუძლია თუ არა მედია საშუალებას ერთზე მეტი განაცხადი წარმოადგინოს?

პასუხი: მედია საშუალებას მაქსიმუმ სამი განაცხადის შემოტანა შეუძლია – თითო განაცხადის თითოეულ კატეგორიაში; ამასთან, მესამე კატეგორიაში განაცხადის შემოტანა მხოლოდ ამ პროექტის პარტნიორებს ან ყოფილ პარტნიორებს შეუძლიათ.

კითხვა: როგორ მოხდება აპლიკანტების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ისინი კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ?

პასუხი: ინტერნიუსი და მისი პარტნიორები დაუკავშირდებიან ყველა აპლიკანტს, როგორც ნახევარფინალისტებს, ისე იმ მედიასაშუალებებს, რომელთა განაცხადმა ვერ გაიარა კონკურსის პირველი ეტაპი.

კითხვა: დაეხმარება თუ არა ინტერნიუსი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები მედიასაშუალებას სხვა ქვეყნებში მედია პარტნიორების მოძიებასა და მათთან კონტაქტების დამყარებაში, რათა ერთობლივი პროექტების (მეორე) კატეგორიაში მიიღოს მონაწილეობა?

პასუხი: ინტერნიუსსდა მის პარტნიორებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ მედიასაშუალებებს სხვა ქვეყნებში მედია პარტნიორების მოძიებაში.

კითხვა: რა ტიპის დახმარებას გაუწევენ ინტერნიუსი და მისი პარტნიორები მულტიმედიურ მასალებზე მომუშავე ჯგუფებს?

პასუხი: ინტერნიუსი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები მულტიმედიურ მასალებზე მომუშავე ჯგუფებს ვერ აღმოუჩენენ ლოგისტიკურ დახმარებას საერთაშორისო ჟურნალისტურ (ან სხვა კატეგორიის) პროექტების განხორციელების პროცესში, თუმცა, აღმოუჩენენ სარედაქციო მხარდაჭერას, მოთხოვნის საფუძველზე.

დანართი 1. კონკურსის პირველი ეტაპის განაცხადის ფორმა

განაცხადის ფორმა

კონკურსი მულტიმედიური პაკეტების „სამეზობლო“ (Neighbors) დასამზადებლად  პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში

ზოგადი ინფორმაცია განმცხადებელი მედიასაშუალების შესახებ

მედიაორგანიზაციის იურიდიული სახელწოდება (დამოუკიდებელი ავტორის სახელი და გვარი)

მედიაორგანიზაციის (დამოუკიდებელი ავტორის) იურიდიული  მისამართი

მედიაორგანიზაციის (დამოუკიდებელი ავტორის) ტელეფონის ნომერი

მედიაორგანიზაციის ვებგვერდის მისამართი

მედიაორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელ «ფეისბუკში”

მედიაორგანიზაციის სხვა სოციალური მედიაარხები (მაგ. YouTube)

მთავარი რედაქტორის/დირექტორის სახელი და გვარი

მთავარი რედაქტორის/დირექტორის საკონტაქტო მონაცემები

ძირითადი თანამშრომლების რეზიუმეები

ოგადი ინფორმაცია პროექტის კოორდინატორის შესახებ

პროექტზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი:

პროექტზე პასუხისმგებელი პირის მობილური ტელეფონის ნომერი:

პროექტზე პასუხისმგებელი პირის ელ. ფოსტის მისამართი:

მედიასაშუალების შესახებ:

ორგანიზაციის ტიპი

  • ტელევიზია
  • ბეჭდური მედია
  • მწარმოებელი სტუდია
  • ონლაინ მედია
  • რადიო
  • დამოუკიდებელი ავტორი
  • სხვა (დააკონკრეტეთ)

მესაკუთრეობის ფორმა:

  • არასამთავრობო ორგანიზაცია
  • კერძო
  • სხვა (დააკონკრეტეთ)

გეოგრაფიული დაფარვა/გავრცელება:

მედიაბაზარზე არსებობის ხანგრძლივობა:

  • 3-5 წელი
  • 6 წელი და მეტი
  • სხვა (დააკონკრეტეთ)

განმცხადებლის სამიზნე აუდიტორია:

მედიააუდიტორიის რაოდენობრივი ინდიკატორები (მედიასაშუალების შემთხვევაში):

  • ვებგვერდის ვიზიტორთა ყოველთვიური საშუალო რაოდენობა (პროექტის დაწყებამდე ბოლო სამი თვის მანძილზე)
  • „ფეისბუქის“ გვერდის გამომწერთა (followers) რაოდენობა (პროექტის დაწყებამდე ბოლო სამი თვის მანძილზე)
  • გავრცელება (ბეჭდური მედია)
  • რეიტინგი/ბაზრის წილი (ტელევიზია და რადიო)
  • სხვა რელევანტური ინდიკატორები

აწარმოებთ თუ არა კონტენტს სხვადასხვა მედია ფორმატში?

  • დიახ
  • არა

რა ტიპის მულტიმედიურ ინსტრუმენტებს იყენებთ?

გთხოვთ დაურთოთ საუკეთესო მედიამასალების ბმულები (სულ მცირე 3 ბმული) (მულტიმედიური მასალების ნიმუშებს მიენიჭება უპირატესობა)

გთხოვთ მიუთითოთ თქვენი/თქვენი მედიასაშუალების მიერ ყველაზე ხშირად გაშუქებული თემები:

მულტიმედიური პაკეტების ზოგადი კონცეფცია

გთხოვთ აღწეროთ ჟურნალისტური მასალების იდეები და დააკონკრეტოთ,  ზემოთმოყვანილი სამი კატეგორიიდან რომელ კატეგორიას მიეკუთვნება. შეგახსენებთ, თითოეულ კანდიდატს მაქსიმუმ სამ კატეგორიაში შეუძლია განაცხადის შემოტანა (თითო განაცხადის თითოეულ კატეგორიაში, ამასთან, მესამე კატეგორიაში განაცხადის შემოტანა მხოლოდ ამ პროექტის პარტნიორებს ან ყოფილ პარტნიორებს შეუძლიათ). თუ განმცხადებელს მხოლოდ ერთ კატეგორიაში შემოაქვს განაცხადი, მან მხოლოდ ერთი ჟურნალისტური მასალის იდეა უნდა წარმოადგინოს, თუ ორ კატეგორიაში – ორი იდეა, თუ სამ კატეგორიაში – სამი იდეა.

მულტიმედიური მასალის ფორმატი/კატეგორია XX: ————-

ჟურნალისტური მასალის იდეა (აღწერილობა)

(მომავალი მასალის მოკლე აღწერა. გთხოვთ დააკონკრეტოთ რომელი მულტიმედიური ელემენტები იქნება გამოყენებული)

მულტიმედიური მასალის ფორმატი/კატეგორია  XX: ————-

ჟურნალისტური მასალის იდეა (აღწერილობა)

(მომავალი მასალის მოკლე აღწერა. გთხოვთ დააკონკრეტოთ რომელი მულტიმედიური ელემენტები იქნება გამოყენებული)

მულტიმედიური მასალის ფორმატი/კატეგორია  XX: ————-

სიუჟეტის იდეა (აღწერილობა)

(მომავალი მასალის მოკლე აღწერა. გთხოვთ დააკონკრეტოთ რომელი მულტიმედიური ელემენტები იქნება გამოყენებული)

გთხოვთ წარმოადგინოთ გონივრული ბიუჯეტი და მოკლედ განმარტოთ თითოეული საბიუჯეტო კატეგორია.

თქვენი მასალების გამოქვეყნების და გავრცელების არხები

  • ვებგვერდი
  • სოციალური მედია
  • სხვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *