“ინტერნიუსი – საქართველო”, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“.
პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა რეგიონული მედიის მხარდაჭერის გზით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, 20 რეგიონული მედიაორგანიზაცია შეირჩევა.
კონკურსში გამარჯვებული მედიაპარტნიორები მცირე გრანტებს მიიღებენ და სხვადასხვა ფორმატის ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ ევროკავშირის, ნატოს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე – ადგილობრივი ინტერესებისა და საკითხების გათვალისწინებით.