ევროპული კაფე ქუთაისში

ქუთაისის “ევროპული კაფე”:

დათო ტურაშვილი ევროპული ღირებულებების შესახებ

1 მარტი, 2018
ქუთაისი

“ინტერნიუსი-საქართველო,” ტელეკომპანია “მეგა TV” და რადიო “ძველი ქალაქი”
ქუთაისის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტ-
ბაკალავრებს იწვევენ ღონისძიებაზე — ქუთაისის “ევროპული კაფე”: დათო
ტურაშვილი ევროპული ღირებულებების შესახებ. ღონისძიება 1 მარტს, 15:00
საათზე ქუთაისში ტელეკომპანია “მეგა TV”-ს ოფისში გაიმართება მისამართზე,
რუსთაველის #37ა,
ღონისძიება ტარდება პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება
საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელსაც ინტერნიუსი-
საქართველო ახორციელებს ინტერნიუსთან ერთად აშშ მთავრობის დაფინანსებით.
პროექტის მიზანია გაზარდოს ხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და
განავითაროს დამოუკიდებელი მედია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა 2018 წლის 27 თებერვლის
18:00 საათამდე ელ.ფოსტით (shorena@internews.ge) პროექტის კოორდინატორ
შორენა ქოჩიაშვილს უნდა მიაწოდონ გზავნილი, რომელშიც მითითებულია
მონაწილის სახელი, გვარი, ტელეფონი და ელ. ფოსტა. . დამატებითი კითხვების
შემთხვევაში შეიძლება კოორდინატორთან ტელეფონით დაკავშირება (მობ: 598
404-401)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *