ტრენინგი თემაზე – მედიააუდიტორიის ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნიუსი-საქართველომ” გამართა ტრენინგი ცენტრალური და რეგიონული მედიის ჟურნალისტების და მედიამენეჯერებისთვის. ინტერაქტიულ ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ იმ ინსტრუმენტებს და მეთოდებს, რომელიც საჭიროა მედიასაშუალებებში ვებაუდიტორიის ანალიზის და მონაცემებზე დაფუძნებული სარედაქციო და ბიზნესმართვის პროცესების გაუმჯობესებისთვის.

კერძოდ: ვებაუდიტორიის შესახებ მონაცემთა (Google-ის და Facebook-ის ანალიტიკა) ანალიზს; მონაცემთა და ანალიტიკური ინფორმაციის გამოყენებას, მედიაკონტენტის დაგეგმვასა და წარმოებაში აუდიტორიის საჭიროებებზე ორიენტაციით; მონაცემთა და ანალიტიკური ინფორმაციის გამოყენებას გაყიდვებსა და მართვაში; სოციალური მარკეტინგის საუკეთესო პრაქტიკას.

ტრენინგს უძღვებოდნენ: ალექსანდრე ასათიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი და GeoLab-ის (geolab.edu.ge) დამფუძნებელი დირექტორი; ეკატერინე ფირცხალავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და DW აკადემიის მედია კონსულტანტი, ნინო ტურაშვილი და ანი სირბილაძე-ჰოლდინგ „პალიტრა მედიას“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *