ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა ადგილობრივი და ცენტრალური მედიასაშუალებებისთვის

ინტერნიუსი-საქართველო შეგახსენებთ, რომ პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ ფაგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი მედიაპარტნიორების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ვადა იწურება 17 დეკემბერს, 18:00 საათზე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებული საკონკურსო განაცხადები უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტით მისამართზე irina@internews.ge ან წარმოადგინონ „ინტერნიუსი-საქართველოს“ ოფისში (მისამართზე: თბილისი, ანდრია აფაქიძის ქუჩა 11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8-ე სართული) ან შეავსონ ელექტრონული აპლიკაციის ფორმა:

ცენტრალური მედიასაშუალებებისთვის მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების მოსამზადებლად გამოცხადებული კონკურსისელექტრონული აპლიკაციის ბმული ხელმისაწვდომია ამ მისამართზე: https://goo.gl/forms/pKyVgTu0qrKH3Upl1

ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების მოსამზადებლად გამოცხადებული კონკურსის ელექტრონული აპლიკაციის ბმული ხელმისაწვდომია ამ მისამართზე: https://goo.gl/forms/AKBJNwSYdTP2EyFu1

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *