ახალი პროექტის პრეზენტაცია

 

2018 წლის 21 ნოემბერს, ინტერნიუსი-საქართველოს ოფისში გაიმართა ახალი პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში”, რომლის მიზანია მულტიმედიური საინფორმაციო მასალების მომზადების და გავრცელების, ასევე რეგიონის მასშტაბით ერთობლივი ჟურნალისტური პროექტების მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში შერჩეული ცენტრალური და ადგილობრივი მედია ორგანიზაციები მიიღებენ მიკრო-გრანტებს და სარედაქციო მხარდაჭერას მულტიმედიური მასალების მოსამზადებლად და გასავრცელებლად.

პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფას ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საკითხებზე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში.

მაღალი ხარისხის, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მასალების მოსამზადებლად, პროექტის მონაწილე ქვეყნების ჟურნალისტებს და IT სპეციალისტებს ორჯერ უმასპინძლებს კიევის “ჟურნალისტური ინსპირაციის ლაბორატორია”, სადაც მონაწილეები შეიძენენ ღრმა და შინაარსიანი ციფრული კონტენტის მომზადების უნარ-ჩვევებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *