2018 წლის მედიაპარტნიორები

ინტერნიუსი -საქართველო აცხადებს 2018 წლის მედიაპარტნიორებს პროექტის

„ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი (AI/AU)“ ფარგლებში

პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU) ფარგლებში გამართული კონკურსის საფუძველზე ინტერნიუსი – საქართველომ ოთხი მედია პარტნიორი შეარჩია. პროექტის 2018 წლის პარნტიორებია: ლიბერალი, რეგინფო, ქუთაისი პოსტი და სათემო რადიო მარნეული FM. ახალ მედია პარტნიორებს (4) ინტერნიუსი საქართველო 2019 წლის დასაწყისში შეარჩევს.

პროექტის პარტნიორი მედიაორგანიზაციებს ადგილზე ჩაუტარდებათ  კონსულტაციები და ტრენინგები, ასევე ონლაინ მენტორინგი აუდიტორიის გაზომვისა და ანალიზის, ასევე მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების მიზნით.  კონსულტაციებს ჩაატარებენ გამოცდილი ადგილობრივი ტრენერები და ვებ ექსპერტები.

სექტემბერში, ინტერნიუსი – საქართველო გამოაცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რათა პარტნიორმა მედიაორგანიზაციებმა გაზარდონ ნიშურ აუდიტორიებზე (მათ შორის მოწყვლად ჯგუფებზე) წვდომა და განახორციელონ აუდიტორიასთან ინტერაქციის, ჟურნალისტური მასალების მომზადების და ფინანსური მონეტიზაციის ინოვაციური პროექტები. პარტნიორების მიერ წარმოდგენილი საუკეთესო საპროექტო იდეები დაფინანსდება 4,546 ბრიტანული ფუნტის ოდენობის გრანტით (გაიცემა ეროვნულ ვალუტაში შესაბამისი კურსით). იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორები  არადამაკმაყოფილებელ პროექტებს წარმოადგენენ, საგრანტო კონკურსი ხელახლა გამოცხადდება და მასში მონაწილეობის მიღება პარტნიორებთან ერთად სხვა დაინტერესებულ მედიასაშუალებებსაც ექნებათ.

პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU) მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მედიასა და აუდიტორიას შორის კავშირი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორ შორენა ქოჩიაშვილს (ელ. ფოსტა shorena@internews.ge , მობ. ტელეფონი: 598 404 401).

ინტერნიუსი – საქართველოს პროექტი “ინფორმაციაზე წვდომის და აუდიტორიის ანალიზი” განხორციელდება ინტერნიუსთან ერთად (Audience Understanding and Digital Support Project) და შვედეთის დაფინანსებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *