საინფორმაციო შეხვედრა

2018 წლის 13 ივლისს „ინტერნიუსი – საქართველოს“ ოფისში გაიმართა  შეხვედრა მედიაპარტნიორების შესარჩევი კონკურსის პირობების გასაცნობად.

„ინტერნიუსი – საქართველოს“ ახალი, ოთხწლიანი პროექტის გასაცნობად, 13 ივლისს, ორგანიზაციის ოფისში, დაინტერესებულ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU)-ის  მიზანია:  მოქალაქეთა წვდომის გაზრდა  მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე;  მედიასაშუალებების მდგრადობის და მედიასა და აუდიტორიას შორის კავშირის გაძლიერება.

პროექტი,  განახორციელებს აქტივობებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მედიაორგანიზაციებს, უკეთ შეისწავლონ აუდიტორიის საჭიროებები, მოამზადონ ჟურნალისტური კონტენტი აუდიტორიის საჭიროებებზე ორიენტაციით და გაზარდონ ფინანსური მდგრადობა.
პროექტის დირექტორმა, მაია მიქაშავიძემ, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო პროექტის ეტაპები,ასევე,  რაზე გაამახვილონ აპლიკანტებმა ყურადღება.
მისი თქმით, კონკურსში გამარჯვებულ მედიაპარტნიორებთან იმუშავებენ ვებექსპერტები, რომლებიც, ამავე დროს არიან,  მედიაექსპერტები, რომლებსაც აქვთ საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის დიდი გამოცდილება.

„ზოგი მათგანi, ძალიან წარმატებუული მედიასახლის მენეჯერია. ისინი მზად არიან, პროექტის ფარგლებში იმუშაონ  კონკურსში გამარჯვებულებთან. გაუწიონ  კონსულტაციები ადგილზე, რედაქციებში. გაეცნობიან მედიასაშუელებების ვებგვერდებს და  მათ სოციალურ არხებს. გაუწევენ კონსულტაცებს, რა მიმართულებით არის შესაძლებელი ვებსაშუალების გაძლიერება.

მიქაშავიძის თქმით, ინტერნიუსი – საქართველოს პარტნიორმა ამერიკულმა ორგანიზაცია  ინტერნიუსმა შეიმუშავა  მეთოდოლოგია, თუ რა ტიპის პარამეტრებზე უნდა გავიდეს მედია წარმატების მისაღწევად.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიცემა  მიკროგრანტები კონკურსის წესით შერჩეულ მედიასაშუალებებზე.   აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ ისეთი პროექტები, რომელიც იმსახურებს დაფინანსებას.

„ჩვენ იმედი გვაქვს,  რომ ასეთ პროექტებს შემოგვთავაზებთ, მაგრამ, თუ ეს პროექტები შედეგზე არ იქნება ორიენტირებული, კონკურსს  ხელახლა გამოვაცხადებთ“, თქვა მაია მიქაშავიძემ, პროექტის დირექტორმა.

პირველ წელს (2018 წლის მაისი-დეკემბერი) “ინტერნიუსი-საქართველო” საკონკურსო წესით შეარჩევს ოთხ მედიაპარტნიორს (ერთ ცენტრალურ და სამ ადგილობრივ მედიაორგანიზაციას).
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მისამართზე: კონკურსის პირობები

მაია მიქაშავიძის საუბრის ჩანაწერი იხილეთ „ინტერნიუსი-საქართველოს“  ფეისბუკის მისამართზე https://www.facebook.com/InternewsGeorgia/videos/1871855576185867/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *