შედეგების პრეზენტაცია

პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ შედეგების პრეზენტაცია

26 აპრილი, 2018წ.

ინტერნიუსი-საქართველო წარმოგიდგენთ პროექტის „დამუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ შედეგებს, რომელიც მიზნად ისახავდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მედია წიგნიერების გაზრდას საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მოსახლეობას შორის. პროექტმა მხარი დაუჭირა საქართველოში ცხრა ადგილობრივ მედიასაშუალებას მულტიმედიური შინაარსის, უნარ-ჩვევების, ტექნოლოგიებისა და მიკრო-გრანტების მეშვეობით, მათი ვებ-გვერდის შინაარსის გამრავალფეროვნების და საზოგადოების მეტი ჩართულობისთვის. პროექტი ასევე დაეხმარა ქართველ, მოლდოველ და უკრაინელ ჟურნალისტებს ერთობლივი კონტენტის წარმოებაში, შეიქმნა სასარგებლო ონლაინ პლატფორმები ჟურნალისტების და აიტი სპეციალისტების ერთმანეთთან დაკავშირებით,   ხელი შეუწყო ახალგაზრდების და ხანდაზმულების მედია წიგნიერების ზრდას და ინფორმაციის გაცვლას.

პროქტი განხორციელდა ინტერნიუსის (აშშ), ინტერნიუს უკრაინისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრთან (მოლდოვა) პარტნიორობით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის შედეგად შერჩეულმა 9 რეგიონულმა მედია პარტნიორმა მიიღო თემატური მულტიმედია პაკეტი საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით სახელწოდებით ჯორჯია პლიუსი. ჯორჯია პლიუსის სერიები მომზადდა ადგილობრივი მედია საშუალებების ჟურნალისტების მიერ რომელთაც შექმეს კომპლექსური მულტიმედია მასალები 7 თემაზე. სულ შეიქმნა 189 მულტიმედია მასალა რომელიც მოიცავდა ვიდეოს, აუდიოს, ტექსტს, ინფოგრაფიკას, ინტერაქტიულ რუკას, თამაშებს, ქვიზებს.

საერთაშორისო კონტენტი ორიენტირებული იყო საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ეს რეგიონალური საინფორმაციო პაკეტები წარმოადგენდა მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ჟურნალისტების ერთობლივ ნამუშევარს.

პროექტი ასევე მოიცავდა ორ კომპონენტს რომელიც ახალგაზრდებისთვს და მოხუცებისთვის არის. ახალგაზრდები იკრიბებოდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით (ბორჯომი, თელავი, ბათუმი, გორი, ქუთაისი) სადისკუსიო კლუბში სახელწოდებით ევროპული კაფე და მედია ბანაკში, ჩაქვში, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ და ესაუბრათ მათთვის საინტერესო თემებზე ჟურნალისტებთან, აქტივისტებთან, მწერლებთან დ.ა.შ. მოხუცებმა რეგიონში მიიღეს ინტერნეტის საბაზისო ცოდნა რათა უფრო აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულნი სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ინოვაციების ფორნდის კომპონენტი დაეხმარა ჩევნს მედია პარტნიორებს მოეპოვებინათ მეტი რესურსი თავიანთი გამომცემლობების ტექნოლოგიური განვითარებისთვის. მედია ჰაკათონი და მედია ინოვაციების ლაბორატორია დაეხმარა დაეკავშირებინა ვებდეველოპერები, ადგილობრივი და რეგიონული მედია საშუალებები, მოქალაქე ჟურნალისტები რათა შეექმნათ აპლიკაციები და ონლაინ ინსტრუმენტები დამოუკიდებელი მედიისთვის. მედია ჰაკათონის გამარჯვებული გახდა 3 გუნდი 15 მონაწილიდან: გუნდი მიქსერი, მედია მ და სლამი, რომლეთაც შექმნეს სასრგებლო ონლაინ პლათფორმები. ვებ ინოვაციების ლაბორატორიის გამარჯვებულმა აი, ფაქტმა შექმნა ინფორმაციული თამაში სახელწოდებით „ააშენე შენი ქალაქი“

პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება 26 აპრილს, 14:00, სილიკონ ველი თბილისის სივრცეში (ბიზნესისა და ტექნოლობიების უნივერსიტეტი), ჭავჭავაძის გამზ #82. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: მაია მიქაშავიძე, პროექტის დირექტორი (მობ: 599 589704, maia.mikashavidze@gmail.com ), შორენა ქოჩიაშვილი, პროექტის ასისტენტი (მობ: 598 404401, shorena@internews.ge ).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *