აუდიტორიის ანალიზი და ციფრული განვითარება
ტრენერების ტრენინგი
3-5 ივნისი, 2018
ინტერნიუსი-საქართველო მოამზადებს ვებანალიტიკოსებს და მედიაბიზნესის ექსპერტებს საქართველოში, რომლებიც პარტნიორ მედიასაშუალებებს ტრენინგს ჩაუტარებენ და კონსულტაციას გაუწევენ ადგილზე, რათა მედიასაშუალებებმა უკეთ გაზომონ და შეისწავლონ ვებაუდიტორია და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები სარედაქციო პოლიტიკასა და ბიზნესში. ტრენერების ტრენინგი 3-5 ივნისს ჩატარდება თბილისში. ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო ექსპერტები – მიშელ ფოსტერი და ჯეისონ ლამბერტი. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს ხუთი ტრენერი-ვებანალიტიკოსი და მედიაბიზნესის სპეციალისტი, ასევე ხუთი წამყვანი მედიასაშუალების მენეჯერი.
სამდღიანი ტრენინგი შემდეგ თემებს მოიცავს: მედიასაშუალებების მიერ მონაცემთა და ანალიტიკური ინფორმაციის გამოყენება ხარისხის გაუმჯობესების, აუდიტორიის მოცვის და აუდიტორიასთან ინტერაქციის მიზნით, ბ) მონაცემთა და ანალიტიკური ინფორმაციის გამოყენება მედიაკონტენტის დაგეგმვასა და წარმოებაში აუდიტორიის საჭიროებებზე ორიენტაციიით, გ) მონაცემთა და ანალიტიკური ინფორმაციის გამოყენება სარეკლამო შეთავაზებების შესამუშავებლად და გაყიდვებისთვის.
ტრენერების ტრენინგი ინტერნიუსი-საქართველოს ახალი ოთხწლიანი პროექტის ნაწილია, რომლის სახელწოდებაა„ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU). პროექტის მიზანია გაიზრდოს მოქალაქეთა წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მედიასა და აუდიტორიას შორის კავშირი. ამ მიზნით პროექტი განახორციელებს აქტივობებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მედიაორგანიზაციებს უკეთ შეისწავლონ აუდიტორიის საჭიროებები, მოამზადონ ჟურნალისტური კონტენტი აუდიტორიის საჭიროებებზე ორიენტაციით და გაზარდონ ფინანსური მდგრადობა.
პროექტის აქტივობები ხელს შეუწყობს ჟურნალისტური კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას და მედია საშუალებების ფინანსურ მდგრადობას აუდიტორიის მოთხოვნების უკეთ შესწავლის და ანალიზის გზით.
საკონტაქტო პირი: შორენა ქოჩიაშვილი, პროექტის კოორდინატორი, ელ. ფოსტა: shorena@internews.ge, მობ. ტელეფონი: 598 404 401.
ინტერნიუსი საქართველოს “ინფორმაციაზე წვდომის და აუდიტორიის ანალიზი” განხორციელდება ინტერნიუსთან ერთად (Audience Understanding and Digital Support Project) და შვედეთის დაფინანსებით.