კონკურსი საქართველოში ოთხი მედიაპარტნიორის შესარჩევად
პროექტი „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი (AI/AU)“
29 ივნისი, 2018
“ინტერნიუსი-საქართველო”, იწყებს ახალ ოთხწლიან პროექტს „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU). პროექტის მიზანია გაიზრდოს მოქალაქეთა წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მედიასა და აუდიტორიას შორის კავშირი. ამ მიზნით პროექტი განახორციელებს აქტივობებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მედიაორგანიზაციებს უკეთ შეისწავლონ აუდიტორიის საჭიროებები, მოამზადონ ჟურნალისტური კონტენტი აუდიტორიის საჭიროებებზე ორიენტაციით და გაზარდონ ფინანსური მდგრადობა.
პირველ წელს (2018 წლის მაისი-დეკემბერი) “ინტერნიუსი-საქართველო” საკონკურსო წესით შეარჩევს ოთხ მედიაპარტნიორს (ერთ ცენტრალურ და სამ ადგილობრივ მედიაორგანიზაციას).
პროექტის პარტნიორი მედიაორგანიზაციებს ადგილზე ჩაუტარდებათ კონსულტაციები და ტრენინგები აუდიტორიის გაზომვისა და ანალიზის, ასევე მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების მიზნით. კონსულტაციებს ჩაატარებენ მაღალკვალიფიცირებული ადგილობრივი ტრენერები და ვებ ექსპერტები. ისინი ეწვევიან მედიასაშუალებებს და ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას, ასევე ონლაინ მენტორინგს. ექსპერტები დაეხმარებიან მედიაორგნაიზაციებს გაზომონ და შეისწავლონ ვებაუდიტორია და შეიმუშავონ მონაცემებზე დაფუძნებული ინოვაციური მიდგომები აუდიტორიასთან ინტერაქციის, ჟურნალისტური მასალების მომზადების და ფინანსური მონეტიზაციის კუთხით. კონსულტაციები მედიაორგანიზაციებში (14 დღე) და ონლაინ მენტორინგი (5 დღე) განხორციელდება აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით. სექტემბერში, ინტერნიუსი საქართველო გამოაცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რათა პარტნიორმა მედიაორგანიზაციებმა გაზარდონ ნიშურ აუდიტორიებზე (მათ შორის მოწყვლად ჯგუფებზე) წვდომა და განახორციელონ აუდიტორიასთან ინტერაქციის, ჟურნალისტური მასალების მომზადების და ფინანსური მონეტიზაციის ინოვაციური პროექტები. მცირე გრანტის ოდენობაა 4,546 ბრიტანული ფუნტი (გაიცემა ეროვნულ ვალუტაში შესაბამისი კურსით). კონკურსში მონაწილეობას პროექტის პარტნიორები მიიღებენ. (თუ პარტნიორი მედიაორგანიზაციები არასრულყოფილ საგრანტო განაცხადს წარმოადგენენ, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება და მასში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან არა მარტო პროექტის პარტნიორი, არამედ სხვა დაინტერესებული მედიაორგანიზაციები.)
მედიაპარტნიორების შესარჩევი კონკურსის პირობები განთავსებულია ინტერნიუსი-საქართველოს ვებგვერდზე და გვერდზე ფეისბუკში.
განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა 20 ივლისი (18:00 საათამდე). ქართულ ენაზე შესრულებული განაცხადი უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტით მისამართზე shorena@internews.ge ან მიტანილ იქნას “ინტერნიუსი-საქართველოს” ოფისში 2018 წლის 20 ივლისის 18:00 საათამდე.
ანდრია აფაქიძის ქ, # 11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული, თბილისი, საქართველო
საკონტაქტო პირი: შორენა ქოჩიაშვილი, პროექტის კოორდინატორი, ელ. ფოსტა: shorena@internews.ge, მობ. ტელეფონი: 598 404 401.
ინტერნიუსი საქართველოს “ინფორმაციაზე წვდომის და აუდიტორიის ანალიზი” განხორციელდება ინტერნიუსთან ერთად (Audience Understanding and Digital Support Project) და შვედეთის დაფინანსებით.