კონკურსი საქართველოში ოთხი მედიაპარტნიორის შესარჩევად
პროექტი „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი
(AI/AU)
1. ზოგადი ინფორმაცია
“ინტერნიუსი-საქართველო”, იწყებს ახალ ოთხწლიან პროექტს „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU). პროექტის მიზანია გაიზრდოს მოქალაქეთა წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მედიასა და აუდიტორიას შორის კავშირი. ამ მიზნით პროექტი განახორციელებს აქტივობებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მედიაორგანიზაციებს უკეთ შეისწავლონ აუდიტორიის საჭიროებები, მოამზადონ ჟურნალისტური კონტენტი აუდიტორიის საჭიროებებზე ორიენტაციით და გაზარდონ ფინანსური მდგრადობა.
პროექტის აქტივობები ხელს შეუწყობს ჟურნალისტური კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას და მედია საშუალებების ფინანსურ მდგრადობას აუდიტორიის მოთხოვნების უკეთ შესწავლის და ანალიზის გზით.
პირველ წელს (2018 წლის მაისი-დეკემბერი) “ინტერნიუსი-საქართველო” საკონკურსო წესით შეარჩევს ოთხ მედიაპარტნიორს (ერთ ცენტრალურ და სამ ადგილობრივ მედიაორგანიზაციას).
პროექტის პარტნიორი მედიაორგანიზაციებს ადგილზე ჩაუტარდებათ კონსულტაციები და ტრენინგები აუდიტორიის გაზომვისა და ანალიზის, ასევე მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების მიზნით. კონსულტაციებს ჩაატარებენ მაღალკვალიფიცირებული ადგილობრივი ტრენერები და ვებ ექსპერტები. ისინი ეწვევიან მედიასაშუალებებს და ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას,
ასევე ონლაინ მენტორინგს. ექსპერტები დაეხმარებიან მედიაორგნაიზაციებს გაზომონ და შეისწავლონ ვებაუდიტორია და შეიმუშავონ მონაცემებზე დაფუძნებული ინოვაციური მიდგომები აუდიტორიასთან ინტერაქციის, ჟურნალისტური მასალების მომზადების და ფინანსური მონეტიზაციის კუთხით.
კონსულტაციები მედიაორგანიზაციებში (14 დღე) და ონლაინ მენტორინგი (5 დღე) განხორციელდება აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით. სექტემბერში, ინტერნიუსი საქართველო გამოაცხადებს მცირე გრანტების
კონკურსს, რათა პარტნიორმა მედიაორგანიზაციებმა გაზარდონ ნიშურ აუდიტორიებზე (მათ შორის
მოწყვლად ჯგუფებზე) წვდომა და განახორციელონ აუდიტორიასთან ინტერაქციის, ჟურნალისტური მასალების მომზადების და ფინანსური მონეტიზაციის ინოვაციური პროექტები. მცირე გრანტის ოდენობაა 4,546
ბრიტანული ფუნტი (გაიცემა ეროვნულ ვალუტაში შესაბამისი კურსით).
კონკურსში მონაწილეობას პროექტის პარტნიორები მიიღებენ. (თუ პარტნიორი მედიაორგანიზაციები არასრულყოფილ საგრანტო განაცხადს წარმოადგენენ, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება და მასში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან არა მარტო პროექტის პარტნიორი, არამედ სხვა დაინტერესებული მედიაორგანიზაციები.)
2. პარტნიორი მედიაორგანიზაციების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა:
– პროექტის ყველა ტრენინგულ და საკონსულტაციო აქტივობებში
მონაწილეობა (ორი 7დღიანი საკონსულტაციო ვიზიტი პარტნიორ
მედიაორგანიზაციაში, 5დღიანი ონლაინ მენტორინგი აუდიტორიის
ანალიზისა და ინტერაქციის თემაზე);
– პერიოდული პროგრამული და ფინანსური ანგარიშება დადგენილი
ფორმატით.
3. კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:
– რეპუტაცია და პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვა;
– ინტერნეტში ჟურნალისტური საქმიანობის მინიმუმ სამწლიანი
გამოცდილება, განვითარებული ვებგვერდი და სოციალური
მედიაარხები;
– მიღწევები ჟურნალისტიკაში;
– ვებგვერდისა და სოციალური მედიაარხების განვითარების სამომავლო
ხედვა, რომელიც მოიცავს ინტერნეტზე ჟურნალისტური კონტენტის
ხარისხის გაუმჯობესების, აუდიტორიის ზრდის, ფინანსური
მონეტიზაციის და მდგრადობის ინოვაციურ მიდგომებს.
4. საკონკურსო განაცხადის შინაარსი:
განაცხადი
– ზოგადი პრეზენტაცია კონკურსის მონაწილე მედიასაშუალების შესახებ,
რომელიც მოიცავს ჟურნალისტური მიღწევების და მნიშვნელოვანი
შედეგების მქონე ჟურნალისტური პროექტების აღწერას;
–
– ინფორმაცია მედიასაშუალების ვებგვერდის შესახებ და მისი
ვებაუდიტორიის პარამეტრები (აუდიტორიის მოცულობა /უნიკალური
მომხმარებლები ბოლო 6 თვის განმავლობაში), ინფორმაცია
ორგანიზაციის სოციალურ მედიაარხების (მომხმარებლების/
ხელმომწერების რაოდენობა, მომხმარებლების მაღალი ინტერაქციის
მქონე პოსტების რამდენიმე ბმული).
– კონკურსში მონაწილე მედიასაშუალების ვებგვერდისა და სოციალური
მედიაარხების განვითარების და აუდიტორიის გაზრდის სამომავლო
ხედვა (მათ შორის ჟურნალისტური კონტენტის ხარისხის
გაუმჯობესების, აუდიტორიის ზრდის, ფინანსური მონეტიზაციის და
მდგრადობის ინოვაციურ მიდგომები).
პორტფოლიო
– ინტერნეტში განთავსებული ხუთი საუკეთესო ჟურნალისტური მასალის
ასლი ან ბმული (სტატია, აუდიო ან ვიდეორეპორტაჟი, ბლოგი,
მულტიმედია)
5. შერჩევის კრიტერიუმები
განაცხადების შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
– კონკურსის მონაწილე მედიაორგანიზაციის პროფესიონალიზმი
(მედიაორგანიზაცია აწარმოებს მაღალი ხარისხის და მნიშვნელობის
მქონე ჟურნალისტურ კონტენტს; აქვს პროფესიული რეპუტაცია და
იცავს პროფესიული ეთიკის სტანდარტებს) – მაქსიმუმ 20 ქულა;
– მედიაორგანიზაციას გააჩნია განვითარებული ვებგვერდი და სოციალური
მედიაარხები (მედიაორგანიზაციას აქვს განვითარებული ვებგვერდი,
მულტიმედიური კონტენტითა და მზარდი აუდიტორიით /უნიკალური
მომხმარებლებით, აქვს განვითარებული გვერდები/არხები სოციალურ
მედიაში; ინტერაქციაშია აუდიტორიასთან ვებგვერდის და სოციალური
ქსელების მეშვეობით; ვებგერდს გააჩნია შესაბამისი ტექნოლოგიური
მახასიათებლები, რომლებიც იძლევა მულტიმედიური პროდუქტის
განთავსების და აუდიტორიასთან ინტერაქციის შესაძლებლობას) –
მაქსიმუმ 20 ქულა;
– ვებგერდის, სოციალური მედიაარხების და ვებაუდიტორიის
განვითარების ზოგადი ხედვა, (მათ შორის ჟურნალისტური კონტენტის
ხარისხის გაუმჯობესების, აუდიტორიის გაზრდის, ფინანსური
მონეტიზაციის და
მდგრადობის ინოვაციურ მიდგომები) – მაქსიმუმ 40 ქულა;
– პორტფოლიოს ხარისხი (პორტფოლიოში შესული მასალების ხარისხი,
მრავალფეროვნება, საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემების გაშუქების
გამოცდილება) – მაქსიმუმ 20 ქულა.
განაცხადი, რომელსაც რომელიმე კომპონენტი აკლია, არ დაიშვება.
გამარჯვებულებს გამოავლენს პროექტის საკოორდინაციო საბჭო
ზემოთხსენებული კრიტერიუმების და ქულების საფუძველზე.
6. განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა
ქართულ ენაზე შესრულებული განაცხადი უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტით
მისამართზე shorena@internews.ge ან მიტანილ იქნას “ინტერნიუსი-
საქართველოს” ოფისში 2018 წლის 20 ივლისის 18:00 საათამდე.
“ინტერნიუსი-საქართველო”
ანდრია აფაქიძის ქ, # 11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული, თბილისი,
საქართველო
საკონტაქტო პირი: შორენა ქოჩიაშვილი, პროექტის კოორდინატორი, ელ.
ფოსტა: shorena@internews.ge, მობ. ტელეფონი: 598 404 401.
ინტერნიუსი საქართველოს “ინფორმაციაზე წვდომის და აუდიტორიის
ანალიზი” განხორციელდება ინტერნიუსთან ერთად (Audience Understanding
and Digital Support Project) და შვედეთის დაფინანსებით.