“Strengthening Independent Media in Georgia, Moldova and Ukraine”
ინტერნიუსი-საქართველო ახორციელებს პროექტს „დამუკიდებელი მედიის
გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ აშშ მთავრობის
დაფინანსებით და ინტერნიუსთან (აშშ), ინტერნიუს-უკრაინასთან (უკრაინა) და
დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ცენტრთან (მოლდოვა) პარნტიორობით.
პროექტი მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მედიაწიგნიერების
გაზრდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, ასევე მონაწილე ქვეყნებს
შორის ჟურნალისტური გაცვლების ხელშეწყობას.
პროექტის "დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში" შედეგების პრეზენტაცია
Posted by Internews Georgia on ხუთშაბათი, 17 მაისი, 2018
მულტიმედიური მასალები “ჯორჯია პლიუსი” ( GeorgiaPlus)
საქართველოში პროექტის ფარგლებში ცხრა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ
(ვებგამოცემები: სამხრეთის კარიბჭე, კახეთის ხმა და ქართლი.ჯი, რადიო ძველ
ქალაქი, ტელეკომპანიები: თრიალეთი, გურჯაანი, მეცხრე ტალღა, ბორჯომი,
მეგაTV) მიიღეს მიკრო-გრანტები და სარედაქციო მხარდაჭერა საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვან თემებზე (ადგილობრივი ხელისუფლება და პროექტები, გარემოს
დაცვა, ჯანდაცვა, ტურიზმი, არჩევნები, ახალგაზრდობა, მიგრაცია) მულტიმედიური
ჟურნალისტური მასალების მოსამზადებლად. პარტნიორებს პროექტი დაეხმარა
მულტიმედიური ჟურნალისტიკის და ვებაუდიტორიასთან ინტერაქციის უნარ-
ჩვევების განვითარებაში და ვებგვერდების გაუმჯობესებაში. შედეგად,
ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა მოამზადეს და რუბრიკით “ჯორჯია პლიუს”
ვებგვერდებზე განათავსეს 200-მდე მულტიმედიური მასალა ვებტექნოლოგიური
ფორმატების (ინფოგრაფიკა, რუქები, ინტერაქტიული თამაშები) გამოყენებით.
შვიდი მულტიმედიური პაკეტი მოამზადეს ცენტრალურმა მედიასაშუალებებმა
(ლიბერალი, ინდიგო, ჯემნიუსი, მაიანგლი, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა
ჯგუფი) და გაავრცელეს საკუთარი და პარტნიორი მედიასაშუალებების არხებით.
რეგიონული მასალები “სამეზობლო” (Neighbors)
ქართველმა, მოლდოველმა და უკრაინელმა ჟურნალისტებმა სამი ქვეყნისთვის
მნიშვნელოვან თემებზე მოამზადეს მულტიმედიური მასალები, რომლებიც
განთავსდა საიტზე www.neighors.site და გავრცელდა სამი ქვეყანის
მედიასაშუალებებით. ქართველმა ჟურნალისტებმა (“სტუდია მონიტორი,”
დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ჯგუფი) იმოგზაურეს უკრაინასა და მოლდოვაში
და მოამზადეს მულტიმედიური მასალები თემებზე “ტრანსპორტი და ქალაქები” და
“პროპაგანდა”.
ტექნოლოგიური განვითარება მედიაში
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სასარგებლო ონლაინ პლატფორმები და
ინსტრუმენტები ჟურნალისტებისთვის. ამ მიზნით თბილისში 22-24 დეკემბერს
ჩატარდა მედია ჰაკატონი, რომლის გამარჯვებულებმა მიიღეს მიკრო-გრანტები და
საექსპერტო დახმარება პროექტების განსახორციელებლად. შეიქმნა შემეცნებითი
ონლაინ თამაშების პლატფორმა და სერვისი mixerify.com (გამარჯვებული –
სტარტაპი eMKa), ონლაინ ვიდეო გენერატორი slami.herokuapp.com (გამარჯვებული-
“საზოგადოების განვითარების ინფორმაციულმა ცენტრი”), და ვებ-რეკლამის
განთავსების პლატფორმა (გამარჯვებული – “სასწავლო ცენტრი პალიტრა”).
16-18 ნოემბერს ჩატარდა მედიაინოვაციების ლაბორატორია ქ. კიევში, რომლის
გამარჯვებულმა, საგამოძიებო ჟურნალისტურმა მედიასაშუალებამ აიფაქტი შექმნა
ონლაინ თამაში “ააშენე შენი თბილისი” (https://ifact.ge/BuildTbilisi/)
კონკურსის “მედიაინოვაცია” გამარჯვებულმა მედიასაშუალებებმა მიიღეს მიკრო-
გრანტები და განახორციელეს ინოვაციური პროექტები. შეიქმნა საჯარო სკოლების
საინფორმაციო გვერდი (ლიბერალი), აგროჟურნალისტიკის საიტი (კახეთის ხმა) და
პოლიტიკური პარტიების მონაცემთა გვერდი pins.ge (ფორსეტი).
ახალგაზრდების და ხანდაზმულების მედია წიგნიერება
პროექტმა ხელი შეუწყო ახალგაზრდების და ხანდაზმულების მედია წიგნიერების
ზრდას და ინფორმაციის გაცვლას. “ევროპულ კაფეებში”, რომლებიც ბათუმში,
ბორჯომში, ქუთაისში, გორში და თელავში ჩატარდა, 200-ზე მეტმა მოსწავლემ
მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ჟურნალისტებს,
აქტივისტებს, მწერლებს შეხვედროდენ და ესაუბრათ მათთვის საინტერესო
თემებზე.
ჩაქვის მედიაბანაკის მონაწილე 30 მოსწავლემ გაიღრმავა ცოდნა მედიის შესახებ და
მედიაუნარები შეიძინა. მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ტექსტური,
ფოტო, აუდიო და ვიდეო კონტენტის შექმნა.
ასაკოვანი მოქალაქეებისთვის ჩატარდა 12 ტრენინგი საქართველოს რეგიონებში
(ბაღდადი, ზუგდიდი, გორი, ხარაგაული, რუსთავი, ჭოპორტი), რომლებშიც 67
ხანდაზმულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებმა შეიძინეს
ინტერნეტის და სოციალური ქსელების მოხმარების საბაზისო ცოდნა და უფრო
აქტიურად ჩაერთნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შექმნილია ფეისბუკჯგუფი
“ბებო ბაბუ ონლაინ”.
საკონტაქტო პირები:
მაია მიქაშავიძე, პროექტის დირექტორი (მობ: 599 589704,
maia.mikashavidze@gmail.com ) შორენა ქოჩიაშვილი, პროექტის ასისტენტი (მობ: 598
404401, shorena@internews.ge )