პროექტში „არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ „ინტერნიუსი“ რადიოარხების საღამოს
საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგს ახორციელებს. დაკვირვება ხდება როგორც საერთო
ეროვნულ, ასევე რეგიონალურ მაუწყებლებზე.
საარჩევნო თემების მონიტორინგის მიზანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად თანაბარ პირობებში და
ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით ხდება საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური
სუბიექტებისთვის საეთერო დროის გამოყოფა და მათი აქტივობების გაშუქება.
მონიტორინგი შედგება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ეტაპებისგან. რაოდენობრივი
მონიტორინგი განსაზღვრავს ისეთ ინდიკატორებს, რომლებიც შეიძლება დაითვალოს და
გაანალიზდეს. ხოლო თვისებრივი მონიტორინგი გამოიყენება მედიის საშუალებების მუშაობის
ეფექტურობის შესაფასებლად ისეთ მაჩვენებლებთან მიმართებაში, როგორიცაა ეთიკური ან
პროფესიული სტანდარტები, რომელთა რაოდენობრივად გაზომვა რთულია; ყურადღება ექცევა
ინფორმაციის დამახინჯებას, დაუბალანსებელ გაშუქებას, ტენდენციურობას და ნებისმიერისეთ
ფაქტს, რომელიც მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხარისხის წარმოსადგენად.
პროექტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით
ხორციელდება. ისინი 2010 წლიდან ხელს უწყობენ მედიამონიტორინგის განვითარებას
საქართველოში. „ინტერნიუსი“ ამ პროცესში თავიდანვეა ჩართული. ამ ინიციატივის ფარგლებში
უკვე განხორციელდა საარჩევნო პროცესის გაშუქების კვლევა საქართველოს ექვსი ძირითადი
არჩევნების (2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017 წლები) დროს.
2018 წელს ხორციელდება „საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“.
„ინტერნიუსი“ 11 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგს
ახორციელებს.
მონიტორინგის ანგარიშები განთავსებულია: www.mediamonitor.ge