26 აპრილს, 2 საათზე, “სილიკონ ველი თბილისის” ტექნოლოგიურ სივრცეში ინტერნიუსი-საქართველო წარადგენს პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში,მოლდოვასა და უკრაინაში“ შედეგებს.
პროექტი მიზნად ისახავდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მედიაწიგნიერების გაზრდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.
საქართველოში პროექტმა ცხრა ადგილობრივ მედიასაშუალებას გაუზიარა პროექტის ფარგლებში დამზადებული მულტიმედიური კონტენტი, გადასცა მიკრო-გრანტები და დაეხმარა უნარ-ჩვევების განვითარებაში, ვებ-გვერდის გაუმჯობესებაში და აუდიტორიის გაზრდაში. ეს მედიასაშუალებებია:ვებგამოცემები სამხრეთის კარიბჭე, კახეთის ხმა და ქართლი.ჯი, რადიო ძველი
ქალაქი, ტელეკომპანიები თრიალეთი, გურჯაანი, მეცხრე ტალღა, ბორჯომი, მეგაTV. მედიასაშუალებებმა ასევე მოამზადეს 200-მდე მულტიმედიური მასალა ვებტექნოლოგიური ფორმატების (ინფოგრაფიკა, რუქები, ინტერაქტიული
თამაშები) გამოყენებით. 7 მულტიმედიური მასალის პაკეტი რეგიონულ მედიაში გასავრცელებლად მოამზადეს ვებგამოცემებმა: ლიბერალი, ინდიგო, JamNews, MyAngle და ჟურნალისტთა ჯგუფმა.
მედიაპროექტი ასევე დაეხმარა ქართველ, მოლდოველ და უკრაინელ ჟურნალისტებს ერთობლივი კონტენტის წარმოებაში. საქართველოს სახელით მასალები მოამზადეს სტუდია მონიტორმა და ჟურნალისტთა ჯგუფმა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სასარგებლო ონლაინ პლატფორმები და ინსტრუმენტები ჟურნალისტებისთვის. ამ მიზნით თბილისში ჩატარდა მედია
ჰაკატონი, რომლის გამარჯვებულებმა – eMKa-მ, სასწავლო ცენტრმა პალიტრა და საზოგადოების განვითარების ინფორმაციულმა ცენტრმა მიიღეს მიკრო-გრანტები და საექსპერტო დახმარება და შექმნეს შემეცნებითი ონლაინ თამაშების პლატფორმა და სერვისი, ონლაინ ვიდეო გენერატორი და ვებ-რეკლამის განთავსების პლატფორმა.
ჩატარდა ასევე მედიაინოვაციების ლაბორატორია ქ.კიევში, რომლის გამარჯვებულმა, საგამოძიებო ჟურნალისტურმა მედიასაშუალება აიფაქტმა შექმნა ონლაინ თამაში “ააშენე შენი ქალაქი” პროექტმა ხელი შეუწყო ახალგაზრდების და ხანდაზმულების მედია წიგნიერების ზრდას და ინფორმაციის გაცვლას. “ევროპულ კაფეებში”, რომლებიც ბათუმში,ბორჯომში, ქუთაისში, გორში და თელავში ჩატარდა, 250-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ჟურნალისტებს, აქტივისტებს,მწერლებს შეხვედროდენ და გაცნობოდნენ და ესაუბრათ მათთვის საინტერესო თემებზე. ჩაქვის მედიაბანაკის მონაწილე 30 მოსწავლემ გაიღრმავა ცოდნა მედიის შესახებ და მედიაუნარები შეიძინა.
ასაკოვანი მოქალაქეებისთვის ჩატარდა 12 ტრენინგი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (ბაღდადი, ზუგდიდი, გორი, ხარაგაული, რუსთავი, ჭოპორტი). 67 მონაწილემ მიიღო ინტერნეტის საბაზისო ცოდნა და უფრო აქტიურად ჩაერთო
საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პროექტი განხორციელდა ინტერნიუსის (აშშ), ინტერნიუს უკრაინისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრთან (მოლდოვა) პარტნიორობით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.
“სილიკონ ველი თბილისის” სივრცე მდებარეობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ტერიტორიაზე), ჭავჭავაძის გამზ #82. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: მაია მიქაშავიძე, პროექტის დირექტორი (მობ:599 589704, maia.mikashavidze@gmail.com), შორენა ქოჩიაშვილი, პროექტის ასისტენტი (მობ: 598 404401, shorena@internews.ge).