“ინტერნიუსის” და “ინტერნიუსი-საქართველოს“ მხარდაჭერით სამი ცენტრალური მედიასაშუალება – ჟურნალი „ინდიგო“, “დროება მედია ჯგუფი” და „პროექტი 64“ , უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური კონტენტის გამავრცელებელ რეგიონულ მედიასაშუალებებთან ითანამშრომლებს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ (მათ შორის მშვიდობის, უსაფრთხოების, კონფლიქტის პრევენციის საკითხებზე) ვრცელ ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებს.
აღნიშნული ინიციატივა ნაწილია პროექტისა „ხარისხიანი ჟურნალისტიკის მხარდაჭერა სამეზობლოში” (STRING), რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი ჟურნალისტური მასალების მიწოდებას;
კონკურსის გზით შერჩეული თითოეული მედიასაშუალება მიიღებს ქვეგრანტს 3 ვრცელი ჟურნალისტური მასალის დასამზადებლად, რომლებიც უკავშირდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტისა და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენებს. ქვეგრანტის ხანგრძლივობა 3 თვეა.