“ინტერნიუსი – საქართველო” “ინტერნიუსთან” პარტნიორობით აცხადებს კონკურსს 3 ცენტრალური მედიასაშუალების შესარჩევად

“ინტერნიუსი – საქართველო” “ინტერნიუსთან“ პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს „ხარისხიანი ჟურნალისტიკის მხარდაჭერა სამეზობლოში” (STRING). პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის, სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების, მშვიდობის, უსაფრთხოების, კონფლიქტის პრევენციისა და ტოლერანტობის  საკითხებზე ხარისხიანი ჟურნალისტური მასალების მიწოდებას;

ინტერნიუსი-საქართველო ქვეგრანტს გადასცემს 3 ცენტრალურ მედიასაშუალებას, ეთნიკური უმცირესობებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე (მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტისა და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ) ვრცელი ჟურნალისტური მასალების (ონლაინ, რადიო ან სატელევიზიო თოქ-შოუ, ვრცელი ვიდეოსიუჟეტი, აუდიო სიუჟეტი, სტატია, ფოტო-მასალა, სოციალური ვიდეო ან სხვა ინტერაქციული მულტიმედიური ფორმატის მასალა) მოსამზადებლად.

კონკურსის წესით შერჩეულმა ცენტრალურმა მედიასაშუალებებმა მასალები უნდა მოამზადოს  იმ რეგიონულ, დამოუკიდებელ მედიაკომპანიებთან თანამშრომლობით,  რომელიც ეთნიკური უმცირესობის ენებზე ავრცელებს  ჟურნალისტურ კონტენტს, რომ ეთნიკური უმცირესობებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები ქართულენოვან აუდიტორიამდე მიიტანოს.

ცენტრალური მედიასაშუალება შეიძლება იყოს ტელევიზია, რადიო, ონლაინ ან ბეჭდური მედია;

შერჩეული მედიაკომპანიები მიიღებენ:

  • ქვეგრანტს 3 ვრცელი ჟურნალისტური მასალის წარმოებისთვის (დაწვრილებით იხილეთ “პროექტის შედეგები: პროდუქტები და სერვისები”)
  • საჭიროების შემთხვევაში, სარედაქციო მხარდაჭერას, რაც მათ პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი ვრცელი მასალების წარმოებაში და გავრცელებაში დაეხმარება;

ქვეგრანტის ხანგრძლივობა 3 თვეა (2021 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით). თითოეული შერჩეული მედიასაშუალება მიიღებს ქვეგრანტს მაქსიმუმ 2,250 აშშ დოლარის ოდენობით.

  1. პროექტის შედეგები: პროდუქტები და სერვისები

თითოეული მედიასაშუალება მინიმუმ 3 ვრცელ ჟურნალისტურ მასალას (ონლაინ, რადიო ან სატელევიზიო თოქ-შოუ, ვრცელი ვიდეოსიუჟეტი, აუდიო სიუჟეტი, სტატია, ფოტო-მასალა, სოციალური ვიდეო ან სხვა ინტერაქციული მულტიმედიური ფორმატის მასალა) მოამზადებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება. მასალები რეგიონულ მედიასამედიასაშუალებასთან თანამშრომლობით უნდა მომზადდეს, რომელიც მაუწყებლობს ან გამოიცემა ეთნიკური უმცირესობის ენაზე და ფუნქციონირებს დედაქალაქის ფარგლებს გარეთ – ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში;

  1. ბიუჯეტი

შერჩეული მედიაპარტნიორები 2,250 აშშ დოლარის ოდენობის ქვეგრანტს მიიღებენ. აღნიშნული თანხით თითოეულმა მედიასაშუალებამ მინიმუმ 3 ჟურნალისტური მასალა უნდა მოამზადოს. ქვეგრანტით დაფინანსდება სახელფასო, აპარატურისა და კომპიუტერული პროგრამის შეძენის და სხვა გონივრული ხარჯები.

“ინტერნიუსი” და “ინტერნიუსი საქართველო” იტოვებს უფლებას მედიასაშუალებებს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მოსთხოვოს.

  1. ჟურნალისტური მასალების წარმოება

მედიაპარტნიორების შერჩევის შემდეგ, მათ მიერ მასალების წარმოების გრაფიკი “ინტერნიუსი საქართველოსა” და “ინტერნიუსთან” შეთანხმებით განისაზღვრება.

ჟურნალისტური მასალები გამოქვეყნდება 2021 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.

  1. შერჩეული მედიასაშუალებების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
  • ეთნიკური უმცირესობებისათვის მნიშნვნელოვან საკითხებზე (სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების, მშვიდობის, უსაფრთხოების, კონფლიქტის პრევენციისა და ტოლერანტობის საკითხებზე) ჟურნალისტური მასალების მომზადება (მინიმუმ 3 მასალა);
  • რეგიონულ მედიასამედიასაშუალებასთან თანამშრომლობა, რომელიც მაუწყებლობს ან გამოიცემა ეთნიკური უმცირესობის ენაზე და ფუნქციონირებს დედაქალაქის ფარგლებს გარეთ – ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში;
  • საჭიროების შემთხვევაში, მენტორებთან მუშაობა, ვინც მედიასაშუალებებს პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი მასალების წარმოებასა და გავრცელებაში დაეხმარება;
  • პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალების (მინიმუმ 3 მასალა) გამოქვეყნება და გავრცელება როგორც საკუთარი ეთერით და/ან სხვა პლატფორმით, ასევე პარტნიორი მედიაორგანიზაციის (რომელიც მაუწყებლობს ან გამოიცემა ეთნიკური უმცირესობის ენაზე) არხებით;
  • პროექტის აქტივობებზე და ხარჯებზე ანგარიშგება განსაზღვრულ ფორმატში;
  1. კონკურსში დაშვების პირობები
  • ცენტრალური[1], დამოუკიდებელი მედიასაშუალება შეიძლება იყოს ტელევიზია, რადიო, ონლაინ ან ბეჭდური მედია;
  • გააჩნია მყარი პროფესიული რეპუტაცია და იცავს პროფესიულ სტანდარტებსა და ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს;
  • უპირატესობა ენიჭება სულ მცირე, სამწლიან სამუშაო გამოცდილებას ან ექვივალენტს მედიაბაზარზე;
  • უნდა გააჩნდეს მოქნილი სამუშაო გრაფიკი და დაწესებულ ვადებში მუშაობის უნარი.
  1. შერჩევის კრიტერიუმები:

გამარჯვებულები შეფასდებიან პროგრამული და ფინანსური შეთავაზების ხარისხით.

გმარჯვებულებს გამოავლენს პროექტის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი სისტემით:

  • კონკურსის მონაწილე მედიაორგანიზაციის პროფესიონალიზმი – მედიაორგანიზაციას/მონაწილეს შეუძლია შეასრულოს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, აქვს პროფესიული რეპუტაცია და იცავს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, გასაგებად აქვს გადანაწილებული როლები პროექტში ჩართულ თანამშრომლებს შორის. მონაწილეს გააჩნია სათანადო გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ აწარმოოს ჟურნალისტური მასალები. წარმოდგენილი კონცეფცია ადასტურებს, რომ მონაწილეს ესმის პროექტის მიზნები (0-25 ქულა);
  • პორტფოლიოს ხარისხი: პორტფოლიოში შესული მასალების ხარისხი (0-25 ქულა);
  • პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი ჟურნალისტური მასალების იდეების (კონცეფციის) ხარისხი: მკაფიოდ ჩამოყალიბებული 2 იდეა პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი მასალებისთვის: მკაფიო, თანმიმდევრული კონცეფცია, რომელიც გამოირჩევა სიახლითა და ორიგინალურობით. ასევე, წარმოდგენილი კონცეფცია უნდა აჩვენებდეს, რომ გააზრებულია ადგილობრივი აუდიტორიის ინტერესი – (0-40 ქულა)
  • ფინანსური შეთავაზების კრიტერიუმები: გონივრული ბიუჯეტი, რომელიც არ აღემატება 2 500 აშშ დოლარს და რომელშიც მაქსიმალურად ეფექტურად არის გაწერილი რესურსები (0-10 ქულა)
  1. განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა

ქართულ ენაზე შევსებული განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით მისამართზე tiko.nachkebia@gmail.com 2021 წლის 25 სექტემბერის 18:00 საათამდე.

სააპლიკაციო ფორმა

ბიუჯეტის ნიმუში

 

[1] ცენტრალური მედიასაშუალება ისეთი მედიაკომპანიაა, რომელიც აშუქებს და ავრცელებს ახალ ამბებს საქართველოს მასშტაბით;

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *