ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური კონტენტის გამავრცელებელი მედიაორგანიზაციები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თავიდან აცილების მიზნით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ მასალებს მოამზადებენ

“ინტერნიუსი – საქართველო”  “ინტერნიუსთან“ პარტნიორობით 9 მედიაორგანიზაციას: Reginfo.ge, რადიო მარნეული, TOK TV, TV9, Jnews, Aliq Media, რადიო “ნორ”, მარნეულის ტელევიზია და რადიო ივრისი, დაეხმარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ხარისხიანი ჟურნალისტური მასალების მომზადებაში;

აღნიშნული ინიციატივა ნაწილია პროექტისა „ხარისხიანი ჟურნალისტიკის მხარდაჭერა სამეზობლოში” (STRING), რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობით  დასახლებულ რეგიონებში, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი ჟურნალისტური მასალების მიწოდებას;

კონკურსის გზით შერჩეული 9 მედიაპარტნიორი ეთნიკური უმცირესობების ენებზე, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე (სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენები, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები), ვრცელი ჟურნალისტური მასალების მოსამზადებმლად, 7,000 აშშ დოლარის ოდენობის ქვეგრანტს და სარედაქციო მხარდაჭერას მიიღებს;

პროექტის ფარგლებში თითოეულმა მედიასაშუალებამ 12 ვრცელი ჟურნალისტური მასალა (ონლაინ, რადიო  ან სატელევიზიო თოქ-შოუ, ვრცელი ვიდეოსიუჟეტი, აუდიო სიუჟეტი, სტატია, ფოტო-მასალა, სოციალური ვიდეო ან სხვა ინტერაქციული მულტიმედიური ფორმატის მასალა) უნდა მოამზადოს. ქვეგრანტის ხანგრძლივობა 8 თვეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *