კონკურსი ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური კონტენტის გამავრცელებელი მედიებისთვის

“ინტერნიუსი – საქართველო”  “ინტერნიუსთან“ პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს „ხარისხიანი ჟურნალისტიკის მხარდაჭერა სამეზობლოში” (STRING). პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობით  დასახლებულ რეგიონებში, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ხარისხიანი ჟურნალისტური მასალების მიწოდებას.

ინტერნიუსი-საქართველო ქვეგრანტებს გადასცემს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის გამავრცელებელ 9 მედიაორგანიზაციას. კონკურსში მონაწილეობას რეგიონული ტელე, რადიო,  ბეჭდური და ონლაინ მედიაკომპანიები შეძლებენ – ვინც უკვე აწარმოებს მასალებს  ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

თითოეული შერჩეული მედიასაშუალება მიიღებს ქვეგრანტს მაქსიმუმ 7.000 აშშ დოლარის ოდენობით.  

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა

ქართულ ენაზე შევსებული განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით მისამართზე tiko.nachkebia@gmail.com ან მოიტანოთ “ინტერნიუსი-საქართველოს” ოფისში (მისამართი: ანდრია აფაქიძის #11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული; თბილისი)  2021 წლის 4 ივნისის 18:00 საათამდე.

ჩამოტვირთეთ:

მოთხოვნა განაცხადზე

სააპლიკაციო ფორმა

ბიუჯეტის ნიმუში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *