პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU) ფარგლებში გამართული მიკროსაგრანტო კონკურსის შედეგად ინტერნიუსი – საქართველომ 2021 წლის მედია პარტნიორებად შეარჩია: ონლაინგამოცემა „პუბლიკა“ (თბილისი), ონლაინგამოცემა „მთის ამბები“ (კახეთის რეგიონი), ტელეკომპანია „ტვ 25“ (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) და სათემო რადიო „ნორი“ (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი).
გამარჯვებული მედიაორგანიზაციები დაფინანსდებიან 4,500 ბრიტანული ფუნტის ოდენობის მცირე გრანტით, რაც ხელს შეუწყობს მათ გაზარდონ ნიშურ აუდიტორიაზე წვდომა, მოახდინონ ინტერაქცია აუდიტორიასთან, მოამზადონ მაღალი ხარისხის ჟურნალისტური მასალები და განახორციელონ ფინანსური მონეტიზაციის ინოვაციური პროექტები.
გრანტების გაცემა განხორციელდება პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” ფარგლებში, რომელსაც ინტერნიუსი – საქართველო, ინტერნიუსის მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.
გრანტების გაცემის პარალელურად, პროექტი პარტნიორ მედიასაშუალებებს ტრენინგებს და მენტორულ დახმარებას სთავაზობს, რათა გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მონაცემებზე დაფუძნებული სარედაქციო და მართვის პროცესი, საბოლოო ჯამში კი გაუმჯობესდეს კონტენტი, გაიზარდოს აუდიტორიასთან ინტერაქცია და მონეტიზაციის შესაძლებლობები.
პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU) მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მედიასა და აუდიტორიას შორის კავშირი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის დირექტორს, შორენა ქოჩიაშვილს (ელ. ფოსტა shorena@internews.ge , მობ. ტელეფონი: 595 350003).
ინტერნიუსი – საქართველოს პროექტი “ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” ხორციელდება ინტერნიუსთან ერთად (Audience Understanding and Digital Support Project) და შვედეთის დაფინანსებით.