2021 წლის მიკრო-გრანტების კონკურსი

მიკრო-გრანტების კონკურსი ადგილობრივი მედიაორგანიზაციებისთვის საქართველოში

პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი (AI/AU) “ ფარგლებში

 15 იანვარი, 2021 წ.

  1. ზოგადი ინფორმაცია

“ინტერნიუსი-საქართველო”, უკვე სამი წელია ახორციელებს ოთხწლიან პროექტსინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU). პროექტის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მედიასა და აუდიტორიას შორის კავშირი. ამ მიზნით პროექტი განახორციელებს აქტივობებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მედიაორგანიზაციებს უკეთ შეისწავლონ აუდიტორიის საჭიროებები, მოამზადონ ჟურნალისტური კონტენტი აუდიტორიის საჭიროებებზე ორიენტაციით და გაზარდონ ფინანსური მდგრადობა.

პროექტის აქტივობები ხელს შეუწყობს ჟურნალისტური კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას და მედია საშუალებების ფინანსურ მდგრადობას აუდიტორიის მოთხოვნების უკეთ შესწავლის და ანალიზის გზით.

ინტერნიუსი-საქართველო აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს მედიაორგანიზაციებისთვის, რომლებსაც გაეწევათ დახმარება განახორციელონ ნიშური აუდიტორიის (ადგილობრივი, სოფლად მცხოვრები აუდიტორიის, ახალგაზრდების, ქალების და ა.შ. ან კონკრეტული დემოგრაფიული კრიტერიუმის, მაგ. ასაკის, შემოსავლის, ინტერესის მიხედვით) საინფორმაციო საჭიროებებზე მორგებული ინიციატივები, მიიღონ ინოვაციური გადაწყვეტილებები, გაზარდონ აუდიტორიაზე წვდომა, გააუმჯობესონ კონტენტი და ფინანსური მდგრადობა. გრანტის ფარგლებში მედიასაშუალებას ასევე შეუძლია შექმნას სიღრმისეული კონტენტი რომელიც დაკავშირებულია პანდემიის ზეგავლენასთან, იმუნიზაციასთან, უმუშევრობასთან, ეკონომიკურ გამოწვევებთან, შრომითი ცხოვრების ბალანსთან, საჯარო სერვისების არასაკმარის დაფინანსებასთან,  და. ა.შ.

მინიმუმ ერთი მცირე გრანტი მიმართული იქნება ქალებისა და გოგონების ინფორმაციული საჭიროებებისკენ.

პროექტის მეოთხე წელს (2021 წლის იანვარი-სექტემბერი), ინტერნიუსი-საქართველო  საკონკურსო წესით შეარჩევს 4 მედიაპარტნიორს, რომლებსაც ონლაინ ან ადგილზე ჩაუტარდებათ  კონსულტაციები და ტრენინგები აუდიტორიის გაზომვისა და ანალიზის, ასევე მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების მიზნით. კონსულტაციებს ჩაატარებენ მაღალკვალიფიცირებული ადგილობრივი ტრენერები და ვებ ექსპერტები.  ისინი ეწვევიან მედიასაშუალებებს და ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას, ასევე ონლაინ მენტორინგს. ექსპერტები დაეხმარებიან მედიაორგანიზაციებს გაზომონ და შეისწავლონ ვებაუდიტორია და შეიმუშაონ მონაცემებზე დაფუძნებული ინოვაციური მიდგომები აუდიტორიასთან ინტერაქციის, ჟურნალისტური მასალების მომზადების და ფინანსური მონეტიზაციის კუთხით. აღნიშნული კონსულტაციები ჩატარდება 2021 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით.

პროექტის ფარგლებში ინტერნიუსი-საქართველო პარტნიორ მედიაორგანიზაციებს  ასევე შესთავაზებს ტრენინგებს კიბერ უსაფრთხოების საკითხებში, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ციფრული უსაფრთხოების რისკები და დაიცვან ორგანიზაციის ვებ – აქტივები, ადგილობრივი ქსელები, თანამშრომლების მოწყობილობები და მნიშვნელოვანი ანგარიშები (ელ.ფოსტა, სოციალური მედია და ა.შ.)

კონკურსში მონაწილე მედიაორგანიზაციებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთზე მეტი განაცხადი, რომლებიც ინოვაციური ჟურნალისტური კონტენტის წარმოების, აუდიტორიასთან ინტერაქციის ან/და მონეტიზაციის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. გამარჯვებული განაცხადები დაფინანსდება მიკრო – გრანტით 4,500 ბრიტანული ფუნტის ოდენობით (გრანტები გაიცემა ეროვნულ ვალუტაში).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წინა წლის პარტნიორებსაც.

  1. პარტნიორი მედიაორგანიზაციების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა:
  • მიკრო-გრანტის გონივრული გამოყენება განაცხადში მოცემული აქტივობების შესასრულებლად;
  • კითხვარის შევსება სუბ-გრანტის პროგრამული და ფინანსური მართვის პროცედურებთან დაკავშირებით;
  • პერიოდული (2-3) შუალედური ფინანსური და პროგრამული ანგარიშგება დადგენილი ფორმატით და საბოლოო ანგარიშის წარდგენა.
  1. საკონკურსო განაცხადის შინაარსი

განაცხადი უნდა შეიცავდეს აქტივობების და პროდუქტების შესახებ ინფორმაციას, რომელიც განხორციელდება მიკრო-გრანტის მეშვეობით და შესაბამის ბიუჯეტს.

განაცხადი

  • ძირითადი განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ინიციატივების /აქტივობების /პროდუქტების შესახებ, რომელთა შედეგად გაიზრდება ნიშურ აუდიტორიებზე (მათ შორის ადგილობრივი, სოფლად მცხოვრები აუდიტორიის, ახალგაზრდების, ქალების და ა.შ. ან კონკრეტული დემოგრაფიული კრიტერიუმის, მაგ. ასაკის, შემოსავლის, ინტერესის მიხედვით) წვდომა, აუდიტორიასთან ინტერაქცია, ჟურნალისტური მასალების მომზადების ხარისხი ან/და ფინანსური მდგრადობა. შემოთავაზებული ინიციატივები უნდა ეყრდნობოდეს აუდიტორიის ანალიზს და აუდიტორიის ანალიზის შედეგად მიღებულ მონაცემებს.

ბიუჯეტი

  • შემოთავაზებული ბიუჯეტი უნდა იყოს მკაფიო და ასახავდეს რესურსების გონივრულ გამოყენებას შემოთავაზებულ აქტივობებსა და პროდუქტებთან შესაბამისობაში, ამასთან არ უნდა აღემატებოდეს 4,500 ბრიტანულ ფუნტს.
  • მიკრო-გრანტის ფარგლებში დასაშვები ხარჯები :
  • ვებგვერდის დიზაინის განახლების ხარჯები;
  • ჟურნალისტური კონტენტის წარმოების ხარჯები, მათ შორის სოციალური ქსელის კონტენტის წარმოების ხარჯები;
  • ინოვაციური ხელსაწყოების განვითარებასთან დაკავშირებული ხარჯები (აპლიკაციები, დამატებითი სერვისები, ა.შ.);
  • პროდუქტების და ხელსაწყოების განვითარებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელთა მიზანია აუდიტორიასთან წვდომის გაუმჯობესება (მაგ. ელ.ფოსტით დისტრიბუცია, საინფორმაციო ბიულეტენები, შეტყობინებები (push notifications, RSS, ა.შ.);
  • პროდუქტების, კონტენტის ან ხელსაწყოების განვითარების ხარჯები, რომელთა მიზანია ციფრული პლატფორმის მონეტიზაციის გაუმჯობესება (მაგ. ინფორმაცია სერვისების შესახებ, სპეციალური პროექტები, ა.შ.)
  • მესამე მხარისგან აუდიტორიის კვლევის მონაცემების შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები (მაგ. კვლევები, ფოკუს-ჯგუფები, აუდიტორიის კვლევის პანელებზე წვდომა, ა.შ.), აგრეთვე საკუთარი შიდა აუდიტორიის კვლევისა და ანალიზის საქმიანობის ორგანიზება.
  • სხვა ყველა ტიპის ხარჯის განხილვა წინასწარ უნდა მოხდეს ინტერნიუსი – საქართველოსთან.
  1. განხორციელების პერიოდი
  • მიკრო-გრანტის განხორციელების პერიოდი უნდა შეთანხმდეს ინტერნიუსი-საქართველოსთან და გამომდინარეობდეს მედიაპარტნიორის პროექტის შინაარსიდან და ბიუჯეტიდან. პროექტის ვადები არ უნდა გადასცდეს ძირითადი პროექტის დასრულების თარიღს (30 სექტემბერი, 2021წ.).
  1. შერჩევის კრიტერიუმები

განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

პროგრამული განაცხადის კრიტერიუმები:

  • ზოგადი კონცეფციის ხარისხი (ინოვაციურობა/ორიგინალობა, მიზნის სიცხადე/სიმწყობრე, რაციონალურობა) – მაქსიმუმ 40 ქულა;
  • შემოთავაზებული აქტივობების/პროდუქტების ზეგავლენა და მნიშვნელობა – მაქსიმუმ 20 ქულა;
  • მდგრადობა (შემოთავაზებული პროდუქტების/აქტივობების განვითარება/გაგრძელების შესაძლებლობა პროექტის დასრულების შემდეგ) – მაქსიმუმ 20 ქულა

ბიუჯეტის შეფასების კრიტერიუმები:

  • ბიუჯეტის ხარისხი (პროექტთან თანხვედრა/ სიცხადე, შემოთავაზებული აქტივობების/პროდუქტებისთვის მოთხოვნილი რესურსების გონივრულობა) – მაქსიმუმ 20 ქულა.

არასრული განაცხადები არ მიიღება.

გამარჯვებული წინადადებები (არა უმეტეს ერთი გრანტისა თითო მედიაორგანიზაციაზე) შეირჩევა საკოორდინაციო საბჭოს მიერ ზემოთმოყვანილ ქულებზე დაყრდნობით.

  1. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა

ქართულ ენაზე შესრულებული განაცხადი უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტით მისამართზე shorena@internews.ge ან გაზიარებული უნდა იქნას გუგლის დოკუმენტით 2021 წლის 15 თებერვლის 18:00 საათამდე.

საკონტაქტო პირი: შორენა ქოჩიაშვილი, პროექტის დირექტორი, ელ.ფოსტა: shorena@internews.ge , ტელეფონი: 595 350003 ან ირინა სამხარაძე, პროექტის ასისტენტი, ელ.ფოსტა: irina@internews.ge, მობ. ტელეფონი: 599553498..

ინტერნიუსი – საქართველოს პროექტი “ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” ხორციელდება ინტერნიუსთან ერთად (Audience Understanding and Digital Support Project) და შვედეთის დაფინანსებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *