გამოვლინდა 2 ორგანიზაცია, რომელიც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, მედიაწიგნიერების კამპანიებს ჩაატარებს

პროექტის “თემის ხმა” ფარგლებში, ორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია: “ახალი აზროვნების ინსტიტუტი” (NTI -NewThinking Insitute) და „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ – ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მედიაწიგნიერების და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ჩაატარებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას დეზინფორმაციის, გადაუმოწმებელი ფაქტების და ინფორმაციით მანიპულირების ამოცნობაში დაეხმარება. კამპანიების ჩასატარებლად თითოეული ორგანიზაცია მიიღებს ქვეგრანტს 12.000 ლარის ოდენობით.

Continue reading

“ინტერნიუსი – საქართველო” აცხადებს კონკურსს 2 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის შესარჩევად

„ინტერნიუსი – საქართველო“, პროექტის “თემის ხმა” ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჩაატარებენ მედიაწიგნიერების და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს.  

Continue reading

გამოვლინდა ის 6 რეგიონული მედიაორგანიზაცია, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური მასალების მოსამზადებლად, ქვეგრანტსა და სარედაქციო მხარდაჭერას მიიღებს

„ინტერნიუსი – საქართველო“, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, 6 მედიაორგანიზაციას: რადიო მარნეული, TOK TV, TV9, Jnews, Aliq Media და მთის ამბები,  დაეხმარება ეთნიკური უმცირესობებით  დასახლებულ რეგიონებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ხარისხიანი  ჟურნალისტური მასალების მომზადებაში;

Continue reading

კონკურსი ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური მასალების გამავრცელებელი რეგიონული მედიაორგანიზაციებისთვის

„ინტერნიუსი – საქართველო“, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ახალ პროექტს “თემის ხმა”. პროექტი მიზნად ისახავს, ეთნიკური უმცირესობებით  დასახლებულ რეგიონებში, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ხარისხიანი  ჟურნალისტური მასალების მიწოდებას; 

პროექტის ფარგლებში „ინტერნიუსი – საქართველო“, საკონკურსო წესით, მყარი პროფესიული რეპუტაციის მქონე, 6 რეგიონულ მედიასაშუალებას შეარჩევს. გამარჯვებული მედიაკომპანიები ქვეგრანტებს (თითოეული მედია მაქსიმუმ 12 000 ლარის ოდენობით) მიიღებენ. 

Continue reading

ტრენინგი მიგრაციის საკითხების გაშუქებაზე ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

“ინტერნიუსი საქართველო” მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტოსთან პარტნიორობით იწყებს ტრენინგების ციკლს – მიგრაციის საკითხების გაშუქებაზე, რეგიონული და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებისთვის. 

ტრენინგები ტარდება პროექტის  მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება  სომხეთში და საქართველოში EMERGE (Georgia.iom.int/EMERGE) ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. 

პროექტის ერთ-ერთი მიზანია მიგრანტთა უფლებების დაცვის და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიგრაციის საკითხების გაშუქების მიმართულებით მედიის შესაძლებლობების გაძლიერება.  

Continue reading

ეკონომიკის საკითხებზე ტრენინგების ციკლი ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

“ინტერნიუსი საქართველო” ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან პარტნიორობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, იწყებს ახალ პლატფორმას “MediaTOR – მედიის გაძლიერება ეკონომიკური რეფორმების გაშუქების მიზნით”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური მმართველობის განვითარების პროცესში მედიის ჩართულობის გაზრდასა და  მედიასაშუალებების მხარდაჭერას ეკონომიკის საკითხებზე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ფაქტებზე დაფუძნებული, ხარისხიანი  ჟურნალისტური მასალების მომზადებაში.

Continue reading

პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა 2021

2021 წლის 7 ოქტომბერს, „ინტერნიუსი-საქართველოს“ორგანიზებით ჩატარდა პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი“ მეოთხე წლის ონლაინ დასკვნითი შეხვედრა. პროექტი ხორციელდება ინტერნიუსის და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს SIDA დაფინანსებით და ხელს უწყობს მედიაორგანიზაციებს განახორციელონ აუდიტორიის საინფორმაციო საჭიროებებზე მორგებული ინიციატივები, მიიღონ ინოვაციური გადაწყვეტილებები, გაზარდონ აუდიტორიაზე წვდომა, გააუმჯობესონ კონტენტი და ფინანსური მდგრადობა. Continue reading

ცენტრალური მედიასაშუალებები სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თავიდან აცილების მიზნით ვრცელ ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ

“ინტერნიუსის” და “ინტერნიუსი-საქართველოს“ მხარდაჭერით სამი ცენტრალური მედიასაშუალება – ჟურნალი „ინდიგო“, “დროება მედია ჯგუფი” და „პროექტი 64“ , უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური კონტენტის გამავრცელებელ რეგიონულ მედიასაშუალებებთან  ითანამშრომლებს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ (მათ შორის მშვიდობის, უსაფრთხოების, კონფლიქტის პრევენციის საკითხებზე) ვრცელ ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებს.

Continue reading

“ინტერნიუსი – საქართველო” “ინტერნიუსთან” პარტნიორობით აცხადებს კონკურსს 3 ცენტრალური მედიასაშუალების შესარჩევად

“ინტერნიუსი – საქართველო” “ინტერნიუსთან“ პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს „ხარისხიანი ჟურნალისტიკის მხარდაჭერა სამეზობლოში” (STRING). პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის, სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების, მშვიდობის, უსაფრთხოების, კონფლიქტის პრევენციისა და ტოლერანტობის  საკითხებზე ხარისხიანი ჟურნალისტური მასალების მიწოდებას; Continue reading

“ინტერნიუსი – საქართველო” “ინტერნიუსთან” პარტნიორობით აცხადებს კონკურსს 3 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის შესარჩევად

“ინტერნიუსი საქართველო”, „ინტერნიუსთან“ პარტნიორობით აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობების  ენებზე, ეთნიკური უმცირესობის თემებისთვის ჩაატარებენ მედიაწიგნიერების და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. 
Continue reading